დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, October 29, 2013

„მაჰინდრამ“ ალექს იმნაძის „ფუტკარი“ მოიწონა

Mahindra Turns to IED for Some Conceptual Inspiration
29 ოქტომბერი
ინდური საავტომობილო კომპანია „მაჰინდრა ენდ მაჰინდრა“ და ტურინის დიზაინის ევროპული ინსტიტუტი (IED) ერთად მუშაობენ პროექტზე, რომლის მიზანსაც ისეთი კონცეპტუალური ქროსოვერების სერიის შემუშავება წარმოადგენს, რომლებშიც უგზოობის ავტომობილების და მინივენების თვისებები უნდა იყოს შერწყმული. ტრანსპორტის დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა თავიანთი ნამუშევრები სპეციალურ კომიტეტს წარუდგინეს, რომელმაც შემდგომი განვითარებისთვის სამი კონცეპცია შეარჩია.
 მაჰინდრა ბი

ამ სამიდან ერთი IED-ის ქართველი სტუდნტის, ალექს იმნაძის მიერაა შემუშავებული, რომლის წინ პროექტებიც (ჰირუნდო, ლამბორგინი კონცეპტი, ფერარი კვატროპორტე, ალფა რომეო 6C და იაგუარ E-ტაიპი) ჩვენ ადრე გაგაცანით. მის ავტომობილს „მაჰინდრა ბი“ (მაჰინდრა ფუტკარი) ჰქვია. დანარჩენი ორი პროექტია „შრუმი“, რომელიც ალდო მარია სიკამ შეიმუშავა და „ქორ“, რომელიც დონალდ ჯესინის და მიხალ სებასტიან პტაკის ნამუშევარია.
მაჰინდრა ქორ

პროტოტიპების და კონცეპტუალური მოდელების დამზადებაზე სპეციალიზებული იტაიური კომპანია „ჩეკომპ-ის“ დახმარებით, სტუდენტებმა თავიანთი კონცეპციები 1:4 მასშტაბის მოდელებად ჩამოაყალიბეს. ისინი IED-ის სადემონსტრაციო ჰოლშია გამოფენილი.
რაც შეეხება „მაჰინდრას“ გეგმებს, ცნობილია, რომ ინდური კომპანია ბრიტანეთში თავისი კვლევის და განვითარების ცენტრის შექმნას გეგმავს. „მაჰინდრას“ პრეზიდენტმა პავან გოენკამ „ფაინენშლ ტაიმსს“ განუცხადა, რომ ამ ცენტრში ისეთი ავტომობილების შემუშავება იგეგმება, რომლებიც გლობალური და პირველ რიგში, ევროპული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.
მაჰინდრა შრუმი

როგორც ქართველმა დიზაინერმა გვითხრა, ეს სამუშაო მისთვის საპროექტო იყო. ამასთან, „მაჰინდრასთვის“ სხვა, უკეთესი კონცეპციებიც ჰქონდა, მაგრამ მის გასაკვირად, კომისიამ „ფუტკარი“ აარჩია. სხვათა შორის, პროექტზე მუშაობისას, სტუდენტებს რამდენჯერმე თვით კრის ბენგლიც (ბეემვეს ყოფილი მთავარი დიზაინერი) კი ეწვია, რომელიც მათ რჩევებს აძლევდა. კიდევ ერთი ახალი ამბავი - ალექს იმნაძე ოქტომბრიდან „ბერტონეში“ გადის პრაქტიკას!..

No comments:

Post a Comment