დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, October 15, 2013

ჰამილტონი ამ სეზონში გამარჯვებას გამორიცხავს

Lewis Hamilton: Mercedes F1 team won't beat Red Bull again in 2013
15 ოქტომბერი
ლუის ჰამილტონი დარწმუნებულია, რომ ამ სეზონის დარჩენილ რბოლებში, „მერსედესის“ გუნდი „რედ ბულის“ დამარცხებას შეძლებს. ბრიტანელი მრბოლი, ვინც იაპონიის დიდი პრიზი პირველივე წრეზე დაასრულა მას შემდეგ, რაც სებასტიან ფეტელმა უკანა მარჯვენა ბორბალი დაუზიანა (რასაც მანქანის ამავე ნაწილის დაზიანება მოჰყვა) თვლის, რომ „რედ ბული“ ამ ეტაპზე მისი გუნდისთვის მიუწვდომელია.
„ჩვენ მანქანის სრულყოფა გავაჩერეთ, „რედ ბული“ კი ძალიან დაწინაურდა. ამიტომ, მათი დამარცხება შეუძლებელი იქნება. თუმცა, ქულების დაგროვებას გავაგრძელებთ და დარწმუნებული ვარ, კვარცხლბეკზე დავბრუნდებით“, - ამბობს ჰამილტონი, ვინც კვალიფიკაციებში ჯერაც ახერხებს „რედ ბულის“ პილოტებთან პაექრობას.
ფეტელმა ბოლო ხუთი რბოლა მოიგო და დიდი შანსია იმისა, რომ დარჩენელი ოთხიც მოიგოს. ზედიზედ მეოთხე ტიტულის განაღდება კი ინდოეთშივე შეუძლია. ჰამილტონიც ვერ ხედავს მიზეზს, რომლის გამოც, გერმანელი ამ ოთხ რბოლაში (ინდოეთი, აბუ დაბი, აშშ და ბრაზილია) გამარჯვებას ვერ შეძლებს: „თუ მას ტექნიკა არ უმტყუნებს, ამას შეძლებს. შემიძლია, ამაზე ფსონს ჩამოვიდე“.
„რედ ბული“ მიუწვდომელია, მეორე ადგილისთვის კი გუნდებს შორის უშეღავათო პაექრობაა. ვიცე ჩემპიონის საპატიო წოდებისთვის „ფერარი“, „მერსედესი“ და „ლოტუსი“ იბრძვიან. ჰამილტონი დარწმუნებულა, რომ ამ ბრძლაში მის გუნდს გამარჯვება ხელეწიფება. და იაპონიაში მას კარგი შედეგის მიღწევა შეეძლო:
„მართალია, „ლოტუსმა“ რბოლა ძალიან კარგ ტემპში დაიწყო, მაგრამ ჩვენ კვარცხლბეკისთვის ბრძოლის შანსი გვქონდა. ჩვენმა ბიჭებმა შესანიშნავად მოამზადეს მანქანა და ვწუხვარ, რომ იმედები ვერ გავუმართლე. ცოტა იღბალიც არ გვყოფნის. მაგრამ იმედი მაქვს, რომ დარჩენილ რბოლებში იღბალი აღარ მიგვატოვებს“, - ყვება ჰამილტონი.

No comments:

Post a Comment