დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, October 12, 2013

„ჰიუნდაი სონატა“ უმნიშვნელო ცვლილებებით

Hyundai Gives 2014 Sonata Sedan a Minor Facelift for North America
12 ოქტომბერი
„ჰიუნდაი“ მალე სრულიად ახალ „სონატას“ წარმოებას დაიწყებს, თუმცა სანამ ეს მოხდება, ახლანდელი „სონატას“ ამერიკული ვერსია განაახლა. ამიერიდან, „სონატას“ 50 ნაწილი და სუბ-სისტემა სრულიად ახალი, ან განახლებული ექნება. ზოგი სიახლე გარეგნულადაც შესამჩნევია, უფრო მეტი კი - დაფარული.
გარეგნულ ცვლილებათაგან ყველაზე მნიშვნელოვანია რადატორის შეცვლილი ცხაური, ახალ სტილში შესრულებული 17 და 18-დუიმიანი ბორბლები, უკანა ნაწილი ბამპერით. ოპციით შესაძლებელია ქსენონის წინა ფარების და უკანა შუქდიოდური ფარების დაყენება.
სიახლეებია ინტერიერშიც, სადაც SE ვერსიაში, მთლიანად ტყავში გამოწყობილი საჭის რგოლი დაგხვდებათ. ავტომობილს მესამე თაობის სანავიგაციო სისტემა ემსახურება, რომლშიც 8-დუიმიანი ეკრანი შედის. SE ვერსიაზე სტანდარტულ ეკიპირებაში შედის უკანა ხედვის კამერა და კარბონის კომპოზიტით გაკეთებული დეტალები. ცვლილებებია მაჩვენებლების დაფაზე. შეზღუდულ ვერსიებზე კი სტანდარტულ ეკიპირებაში შევა მძღოლის ვენტილირებადი სავარძელი.
სიახლეებია კონსტრუქციულ ნაწილშიც, რისი მთავარი მიზანიც, უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან ერთად, კომფორტის დონის ამაღლებაცაა. მაგალითად, A და B საყრდენებში უფრო მეტი სინთეტიკური ქაფია გამოყენებული. შეიცვალა ხალიჩები, ამორტიზატორები. ეს ყველაფერი ამცირებს ხმაურს სალონში და ვიბრაციას. სტანდარტულ ეკიპირებაში შევიდა ისეთი დამხმარე სისტემები, როგორებიცაა საჭის მექანიზმის მუშაობის რეჟიმის ასარჩევი სისტემა, მანქანის სტაბილურობის მართვის სისტემა და საბურავებში წნევის მონტორინგის სისტემა. 2.0T SE ვერსიაზე სტანდარტული იქნება სპორტულად მომართული გამოსაბოლქვი.

უცვლელია ძრავების გამა, რომელშიც შედის ბენზინის ოთხცილინდრიანი 2.4-ლიტრიანი ძრავი, რომელიც 190 ცხენის ძალას იძლევა და ასევე ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი 274 ცხენის ძალით. ორივესთან წყვილში 6-საფეხურიანი მექანკური კოლოფი მუშაობს, 6-საფეხურიანი ავტომატის დაყენება კი შეკვეთითაა შესაძლებელი.

No comments:

Post a Comment