დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, October 11, 2013

ისევ ფეტელი და ჰამილტონი

Motor racing-Vettel fastest in Suzuka practice
11 ოქტომბერი
ალბათ ვერ წარმოიდგენთ დარჩენილი რბოლების თავისუფალ პრაქტიკებს, რომელთა ცხრილის სათავეშიც სებასტიან ფეტელი, ან ლუის ჰამილტონი არ იქნებიან. ერთადერთი, ვისაც მათი ჰარმონიის დარღვევა შეუძლია, ნიკო როსბერგია, რომელიც სტაბილურად მოწინავეთა შორისაა ხოლმე, მაგრამ ბოლო ხანს, პირველ საფეხურზე ვეღარ დგება. სუზუკაზეც ასე მოხდა - ჯერ ჰამილტონმა აჩვენ საუკეთესო შედეგი, მეორე პრაქტიკაზე კი ცხრილის სათავეში ის ფეტელმა ჩაანაცვლა, რომელიც ორი ვარჯიშის ჯამშიც უსწრაფესი გახდა და ერთადრთი პილოტია, ვინც წრის 1:34-ზე ნაკლებში გავლა შეძლო.
გერმანელს შეუძლია, სუზუკაზევე მოათავოს საქმე და მეოთხე ტიტული გაინაღდოს. ოღონდ, ამისათვის მარტო მისი გამარჯვება არ კმარა. მისმა უახლოესმა მდევარმა ფერნანდო ალონსომ რბოლა მერვე ადგილზე წინ არ უნდა დაასრულოს. ეს სტატისტიკის მოყვარულებისთვის, თორემ ფეტელი რომ ზედიზედ მეოთხედ გახდება ჩემპიონი, ამაში ეჭვიც კი აღარავის ეპარება, თვით ალონსოსაც, რომელმაც პრაქტიკებზე მეექვსე და მეათე დროები აჩვენა.
მეორე პრაქტიკის დროს სამი ავარია დაფიქსირდა. შეცდომები კიმი რაიკონენმა, პასტორ მალდონადომ და სერხიო პერესმა დაუშვეს. ამასთან მექსიკელმა გვარიანად დაამტვრია თავისი „მაკლარენი“. ფინელმა კი ავარიის მიუხედავად, მაინც მეოთხე დრო აჩვენა.
ახალი შასით ასპარეზობს მარკ ვებერი, რომელსაც კორეაში მანქანა დაეწვა. ავსტრალიელმაც სტაბილურობით გამოიჩინა თავი - მეოთხე და მეორე შედეგები ჰქონდა. „ფერარიში“ კი ორივე სესიაზე, ფელიპე მასა ალონსოზე სწრაფი იყო.

აღსანიშნავია, რომ ფეტელს იაპონიის დიდი პრიზი ბოლო ოთხ სეზონში სამჯერ აქვს მოგებული და ამჯერადაც გამოკვეთილი ფავორიტი იქნება.

იაპონიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:34.157
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:34.487
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:34.768
4. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:34.787
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:35.126
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:35.154
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:35.179
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:35.364
9. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                        1:35.450
10. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   1:35.635
11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:35.868
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)              1:35.900
13. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            1:36.066
14. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:36.165
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:36.178
16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:36.340
17. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:36.399
18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:36.760
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)             1:37.595
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:37.629
21. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1:38.025
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:38.763

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:33.852
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:34.020
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:34.114
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:34.202
5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:34.411
6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:34.442
7. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:34.473
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:34.698
9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:34.912
10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                1:35.087
11. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:35.089
12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            1:35.109
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)              1:35.182
14. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:35.275
15. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:35.341
16. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                     1:35.709
17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:36.136
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:36.722
19. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:37.630
20. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1:37.905
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:38.121
22. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)        დროის გარეშე

No comments:

Post a Comment