დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, September 16, 2013

„ჰიუნდაი ix35“ - განახლება 4 წლის შემდეგ

Frankfurt 2013: Updated 2014 Hyundai ix35
16 სექტემბერი
თითქმის ოთხი წლის შემდეგ, რაც ix35 სახელით, უგზოობის ავტომობილის წარმოება დაიწყო, „ჰიუნდაიმ“ ევროპას ფრანკფურტში მისი განახლებული ვერსია წარუდგინა. ეს ავტომობილი ისედაც კარგად იყიდება, მაგრამ შემდეგი თაობის გამოშვებამდე, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და იმისათვის, რომ ბაზრის ტენდენციებს არ ჩამორჩეს, კორეულმა კომპანიამ ზომიერი, უფრო ზუსტად, მინიმალური ფეისლიფტი განახორციელა.
ჟენევაში კორეულმა კომპანიამ ეს ავტომობილი კონცეპტუალური ვერსიის სახით წარადგინა, ფრანკფურტში კი ის ვერსია გამოიყვანა, რომელსაც ევროპელ მყიდველს სთავაზობს. განახლებული ix35-ის (იგივე ტუსენის) გარეგნობაში სიახლეა შუქდიოდური ფარები, რადიატორის ახალი ცხაური, მასთან ერთად ბამპერი და ახალი ალუმინის ბორბლები.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება კი კაპოტქვეშაა. ესაა სერია Nu-ს ბენზინის 2.0-ლიტრიანი ძრავი, რომელმაც სერია „თეტა-II-ის“ ძრავის ადგილი დაიკავა. ახალი ძრავის სიმძლავრე 166 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი 205 ნიუტონმეტრი. ის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის მხრივ, ევრო-5 სტანდარტს შეესაბამება. გარდა ამისა, ამიერიდან დიზელის ძრავები R-გამიდან, ამიერიდან აღჭურვილია სისტემით სახელად LP-EGR (დაბალი წნევის გამონაბოლქვი გაზების რეცირკულაცია), რომლის დახმარებითაც, გამონაბოლქვი კიდევ უფრო სუფთავდება.
კორეული კომპანიის განცხადებით, განახლებული ix35-ის საჭის მექანიზმი უფრო სწრაფია, წინა საკიდარი კი - უფრო რბილი. ავტომობილს მართვის სამი რეჟიმი აქვს - ნორმალი, კომფორტი და სპორტი. ეს პრემიუმ სეგმენტისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია, რადგან ამ სეგმენტის ევროპული ავომობილების უმეტესობას, მართვის სწორედ ეს რეჟიმები აქვს.
სიახლეებია ავტომობილის ინტერიერშიც. სანავიგაციო სისტემას ამიერიდან სენსორული მონიტორი ემსახურება, რომლის დიაგონილიც 7 დუიმს შეადგენს. მის ფუნქციაში ასევე შედის ახალი აუდიო სისტემის მართვა. ამასთან, სალონი უფრო მაღალი ხარისხის მასალებითაა გაწყობილი.

No comments:

Post a Comment