დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, September 10, 2013

კონცეპტუალური „სუზუკი iV-4“ – „ნისან ჯუკის“ მორიგი მეტოქე

New Suzuki iV-4 SUV Concept to Lead to a Nissan Juke Rival in 2015
10 სექტემბერი
ფრანკფურტში გახსნილ საერთაშორისო საავტომობილო შოუზე, „სუზუკიმ“ თავისი უახლესი, უგზოობის სუბკომპაქტური კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა, რომელიც 2015 წლიდან „ნისან ჯუკის“ კონკურენტთა უკვე საკმაოდ გრძელ სიას შეავსებს. ავტომობილს, რომელიც ფრანკფურტში სახელად iV-4 გაგვაცნეს, მედიამ უკვე „ბეიბი გრანდ ვიტარა“ უწოდა.
სახელი iV-4 ამგვარად იშიფრება: i ინიდვიდუალობას (ინიდივიდუალიტი) ნიშნავს, V - ვიიქლ, ანუ მანქანა, 4 კი - ოთხივე წამყვანი ბორბალი. კონცეპცია იაპონური კომპანიის სტილის განვითარების მიმართულებას გვიჩვენებს, თუმცა „სუზუკი“ მის აღჭურვილობას არ გვაცნობს. ეს ავტომობილი, რომელსაც კომპანიის უნგრული ქარხანა (მადიარ სუზუკი) გამოუშვებს, „სუზუკის“ გამაში „ჯიმნისა“ და „გრანდ ვიტარას“ შორის ადგილს დაიკავებს. მისი მეტოქეები კი „ნისან ჯუკი“, „რენო კაპტური“ და „ფორდ ეკოსპორტი“ იქნება.
„სუზუკი iV-4-ის“ გაბარიტებია: სიგრძე 4 215 მილიმეტრი, სიგანე 1 850 მილიმეტრი, სინაღლე 1 655 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2 500 მილიმეტრი. კომპანიის განმარტებით, ავტომობილი თავისი სწორი და გლუვი ხაზებით, ბრენდის უგზოობის ავტომობილების ტრადიციულ სტილს ავითარებს. რაც მთავარია, სახეზეა ამოსაცნობი ნიშანი - ხუთ სეგმენტად დაყოფილი რადიატორის ბადე, რომლის შუა სეგმენტშიც ლოგოა მოთავსებული.
მართალია, იაპონურ კომპანიას iV-4-ის ძრავების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია, მაგრამ სამაგიეროდ გაგვანდო, რომ სერიული ავტომობილისთვის მუშავდება ახალი სრულამძრავიანი სისტემა „ოლგრიპ“, მყიდველს კი პერსონალიზაციის ფართო შესაძლებლობებს შესთავაზებენ. 

No comments:

Post a Comment