დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, September 4, 2013

პირველი ქროსოვერი „იაგუარის“ ისტორიაში

Jaguar Teases Frankfurt-Bound C-X17 Concept, Will Preview Brand’s First Crossover
4 სექტემბერი
„იაგუარი“ თავის ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისის პირას დგას - ბრიტანულ კომპანიას ქროსოვერის წარმოება აქვს გადაწყვეტილი და ამ მიმართულებით, მისი პირველი ნაბიჯი, კონცეპტუალური ავტომობილი იქნება, რომელსაც ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგენს. კონცეპტუალური ავტომობილის სახელია C-X17.
ამ ფოტო ტიზერთან ერთად, რომელზეც მხოლოდ კონცეპტუალური ავტომობილის სილუეტს და მისი პრემიერის თარიღს ვხედავთ, „იაგუარი“ გვამცნობს, რომ ამ ავტომობილით, მოწინავე ტექნოლოგიებით შექმნილ, ალუმინის მოდულურ პლატფორმას გაგვაცნობს. იმავე რელიზის მიხედვით, კონცეპცია წარმოდგენას შეგვიქმნის იმაზე, თუ რამდენად მრავალფეროვანი იქნება იმ ავტომობილების გამა, რომლებიც ახალ პლატფორმაზე დაემყნობა.
რელიზში ბრიტანული კომპანია არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა ტიპის ავტომობილია C-X17. თუმცა სილუეტით შეიძლება მასში სწორედ ქროსოვერი ამოვიცნოთ. თანაც, „იაგუარმა“ ახლახანს დაადასტურა ადრე გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ქროსოვერების წარმოებას იწყებს და ამისთვის, ნათესავი „ლენდ როვერის“ (ორივე ინდური „ტატას“ ჯგუფში შედის) არქიტექტურის გამოყენებას არ აპირებს.
C-X17-ის 9 სექტემბერს, ფრანკფურტის მოტორ შოუს გახსნის წინა დღეს, კომპანიის ფეისბუკის გვერდზე, პირდაპირ რეჟიმში ჩატარდება. ის ცენტრალური ევროპის დროით 17:10-ზე გაიხსნება.

No comments:

Post a Comment