დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, September 21, 2013

ფეტელის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი ჭირვეულობს

Gearbox gremlins may be Vettel’s biggest worry
21 სექტემბერი
სებასტიან ფეტელმა პოული მოიგო და რბოლაშიც გამორჩეული ფავორიტი იქნება. მას რეალური შანსი აქვს, ზედიზედ მესამე რბოლა მოიგოს და სინგაპურშიც მესამედ ავიდეს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. მაგრამ „რედ ბულში“ შიშობენ, რომ შესაძლოა, გერმანელს მისი მანქანის გადაცემათა კოლოფმა უმტყუნოს.
სხვათა შორის, სინგაპურის შარშანდელ რბოლაში სწორედ გადაცემათა კოლოფმა ითამაშა გადამწყვეტი როლი - მაშინ ლუის ჰამილტონი პოულიდან ლიდერობდა და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ რეალური კონკურენტი არ ჩანდა, მაგრამ დაზიანებულმა კოლოფმა ბრიტანელს ფინიშამდე მიღწევის საშუალება არ მისცა. სამაგიეროდ, ფეტელმა მოიგო.
„მაკლარენში“ იცოდნენ, რომ ჰამილტონის მანქანაზე კოლოფს პრობლემები ჰქონდა. მაგრამ არ შეცვალეს, რადგან ბრიტანელი ამის გამო სტარტზე ხუთ ადგილს დაკარგავდა. პრობლემის ადგილზე მოგვარება სცადეს, მაგრამ ამან არ იმუშავა. და ახლა „რედ ბული“ მსგავს სიტუაციაშია. ავსტრიული საჯინიბოს ორივე მანქანას იტალიაში კოლოფის პრობლემა ჰქონდა. და ორივეზე სინგაპურში იგივე კოლოფები დგას. ასე რომ არ იყოს, ისინი სტარტზე ხუთი ადგილით უკან დადგებოდნენ.
თუმცა, არაა გამორიცხული, რომ „რედ ბულმა“ რბოლის წინ ფეტელს კოლოფი მაინც შეუცვალოს. ამ შემთხვევაში, ის სტარტზე ხუთ ადგილს კი დაკარგავს, მაგრამ მაინც თავისი უშუალო კონკურენტის - ფერნანდო ალონსოს წინ დადგება. ასე რომ, წითელ ხარებს შეუძლიათ, აქცენტი არა გამარჯვებაზე, არამედ მეტოქეებთან შედარებით მეტი ქულის მოპოვებაზე გააკეთონ და რისკს მოერიდონ.
მათი გადასაწყვეტია...

No comments:

Post a Comment