დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, September 13, 2013

„ლენდ როვერ დისქავერი“ გაახალგაზრდავდა და გაუმჯობესდა

2014 Land Rover LR4 treads a little more lightly
13 სექტემბერი
სხვანაირად რომ ვთქვათ, ბრიტანული კომპანიის გამაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი, კორპორატიულ სტილთან შესაბამისობაში მოიყვანეს. უკვე ათი წელია გასული მას შემდეგ, რაც ეს ავტომობილი პირველად მიიღეს დილერებმა. „ლენდ როვერი“ ახალ „დისქავერის“ ამზადებს, თუმცა ძველიც კარგად ეყიდება. და ამის მიუხედავად, მას ბოლო ფესლიფტი მაინც ჩაუტარა. განახლება მინიმალურია, მაგრამ მათ გასაცონბად „ლენდ როვერმა“ ფრანკფურტის მოტორ შოუზე ფართობი მაინც დაიქირავა, რათა პოტენციური მყიდველისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა - „დისქავერი“, იგივე LR4, ისევ საუცხოო ფორმაშია და კონკურენტებს კიდევ არაერთ მყიდველს წაართმევს.

განახლება გარეგნულ კოსმეტიკურ ცვლილებებში გამოიხატა. ყველაზე მეტად, მანქანის წინა ნაწილი შეიცვალა, რომელიც ახლა უფრო „რეინჯ როვერის“ სტილშია შესრულებული. ახალია რადიატორის ბადე და ფარები. მაგრამ მთავარი ისაა, რომ „დისქავერის“ მისთვის დამახასიათებელი სილუეტი შეუნარჩუნდა, რომელიც მას პირველი თაობიდან მოჰყვება. ის კვლავ ერთგვარად მოუხეშავად გამოიყურება, რაც მის ყველგანმავალ თვისებებს უსვამს ხაზს. ინტერიერში ახალია „მერიდიანის“ აუდიო სისტემა, ასევე უსაფრთხოების ახალი სისტემები, როგორიცაა უხილავი წერტილების მონიტორინგის და შემხვედრი მოძრაობის აღმომჩენი სისტემები.
რაც შეეხება ძრავებს, ევროპაში გასაყიდი „დისქავერის“ გამაში აღარ შევა 5.0-ლიტრიანი V8, რომელმაც ადგილი 3.0-ლიტრიან, მექანიკურ დამჭირხნიან V6-ს დაუთმო. მასთან ერთად მუშაობს ZF-ის წარმოების 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი და სისტემა სტარტ-სტოპი. ამ ძრავის სიმძლავრე 340 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 450 ნიუტონმეტრი. ამ აღჭურვილობით, „დისქავერის“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 7.7 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 195 კმ/სთ-ს აღწევს. ამ ძრავის გარდა, ზოგერთ ბაზარზე, ავტომობილისთვის დიზელის ორი ძრავიცაა გათვალისწინებული.

სხვათა შორის, მალე „ლენდ როვერი“ მყიდველს კიდევ ერთ სრულ ამძრავიან სისტემას შესთავაზებს, რომელსაც ერთსაფეხურიანი გამანაწილებელი კოლოფი ექნება. ეს იმ მყიდველისთვის იქნება, რომელსაც „დისქავერის“ მაღალი გამავლობა არ სჭირდება. ამჟამად კომპანია მხოლოდ ორსაფეხურიანი გამანაწილებელი კოლოფით აღჭურვილ სრულ ამძრავიან სისტემებს იყენებს, რომლის დაბალი საფეხურიც, მანქანას განსაკუთრებით მაღალი გამავლობის თვისებებს ანიჭებს.

No comments:

Post a Comment