დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, September 14, 2013

„სმარტ ფორჯოი“ მომავალი „ფორფორის“ წინამორბედი

Smart FourJoy Concept Shows Bits of the Upcoming ForFour
14 სექტემბერი
 ეს პატარა ავტომობილი რამდენადაც უცნაურად მოჩანს, იმდენად სასურველიცაა და რაც მთავარია, ამიერიდან ყველა, ვინც ის ფრანკფურტის მოტორ შოუზე იხილა, დაინტერესებული იქნება იმის გაგებით, თუ როგორი იქნება სერიული ავტომობილი, რომლის წინამორბედიც „დაიმლერმა“ ამ კონცეპტის სახით წარმოადგინა. სწორედ ესაა კონცეპტუალური პროდუქტის შექმნის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება.

სერიული ავტომობილი, მეორე თაობის ოთხადგილიანი „სმარტი“ იქნება, სახელად „ფორფორ“, ანუ ოთხისთვის. რა თქმა უნდა, მას დახურული ძარით დაამზადებენ ოთხი კარით და სახურავით და მის მგზავრებს არც ისეთ უცნაურ სავარძლებში მოუწევთ ჯდომა, როგორიც „ფორჯოის“ (სახელი - სიამოვნებისთვის) აქვს. გაბარიტებითაც, „ფორჯოი“ სერიული ავტომობილის ტოლია. არ გაგიკვირდით და „სმარტი“ ამ ავტომობილით სუბკომპაქტურ (B) კლასში გაიკვალავს გზას. ღია კონცეპტის გაბარიტებია: სიგრძე 3 494 მილიმეტრი, სიგან 1 978 მილიმეტრი და სიმაღლე 1 494 მილიმეტრი.
მართალია, ავტომობილი „მეტისმეტად“ კონცეპტუალურია, მაგრამ მასში მაინცაა ჩაქსოვლი „სმარტის“ მომავალი ავტომობილების სტილი. განსაკუთრებით ეს მის წინა და უკანა ნაწილს შეეხება. ძალიან ორიგინალურია რადიატორი, რომელიც უბრალოდ, პერფორირებულია. ლამაზად გამოიყურება ფარებიც, რომლებსაც სამი მხრიდან მოხვევის ციმციმა აკრავს, ზემოდან კი - გაბარიტული დღის შუქის სეგმენტი, რომელიც შუქდიოდური ელემენტებისგან შედგება. დიზაინის დამახასიათებელი ნიშნებია ასევე ძალიან მოკლე წინა და უკანა გადმონეშვერები.

„სმარტ ფორჯოის“ ინტერიერი კონცეპტუალური ავტომობილის შესაფერისია. აქ ყველაფერი ისეთია, რასაც კონვეიერამდე მიღწევა არ უწერია. ასეთ სალონს ალბათ ყველაზე ავანგარდულად განწყობილი დიზაიენრებიც კი არ აუნთებენ მწვანე შუქს. ოღონდ, არა იმიტომ, რომ ესთეტიკურად დაუხვეწავია. პირიქით, ძალიან ლამაზი და თვალის მომჭრელია, მაგრამ კონვეიერის ტექნოლოგური შესაძლებლობები, ამგვარი სალონის მქონე ავტომობილის წარმოების საშუალებას არ იძლევა. მოკლედ, სალონის აღწერას აზრი არ აქვს, მისი ფოტოების დათვალიერებაც საკმარისი იქნება.

კონცეპტუალური „სმარტ ფორჯოი“ ელექტრომობილია. ის მაგნეტო-ელექტრული ძრავითაა აღჭურვილიძრავითაა აღჭურვილი, რომელიც უკანაა მოთავსებული. მისი სიმძლავრე 74 ცხენის ძალაა. ძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 17.6 კილოვატსაათია. ამ ბლოკის სრულ დამუხტვას დაახლოებით 7 სათი სჭირდება. სპეციალური სწრაფად დასამუხტი მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში, ამ საქმეს საათზე ნაკლებიც ჰყოფნის.

No comments:

Post a Comment