დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, September 30, 2013

ბარიკელო შეიძლება ამ სეზონშივე დაბრუნდეს

Barrichello could race Sauber at Interlagos – report
30 სექტემბერი
ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც გვამცნობდა, რომ რუბენს ბარიკელო მომავალ სეზონში ფორმულა ერთში დაბრუნებას აპირებს. მაგრამ როგორც ირკვევა, მას შანსი აქვს, ამ სეზონის ბოლო რბოლაშივე გამოვიდეს ტრასაზე. ამ ინფორმაციას ბრაზილიელი პოპულარული რეპორტიორი ლივიუ ორიკიო ავრცელებს.
ორიკიოს თქმით, ამჟამად ბარიკელო მის სატელეფონ ზარებს არ პასუხობს. შეკითხვაზე კი მოკლე პასუხი მოსწერა - „ვინ იცის“...როგორც ჩანს, ბრაზილიელი მრბოლი, ვინც ახლა 41 წლისაა, მოლაპარაკებას აწარმოებს და ამ თემაზე საუბრისგან თავს სწორედ ამის გამო იკავებს.
ორიკიომ ბერნი ეკლსტოუნს მიმართა, ვინც გავრცელებული ინფორმაციით, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ფ1 ბრაზილიელი მრბოლის გარეშე არ დარჩეს. ბერნიმაც ვარაუდზე, რომ ბარიკელომ შეიძლება ბრაზილიის დიდ პრიზზევე იასპარეზოს, მოკლედ უპასუხა - ძალიანაც კარგიო.

No comments:

Post a Comment