დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, July 21, 2013

„რეინჯ როვერ ევოუკი“ ორი წლის გახდა

Jaguar Land Rover Celebrates Two Years Of Range Rover Evoque Production
21 ივლისი
„ლენდ როვერი“ თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავტომობილის, „რეინჯ როვერ ევოუკის“ წარმოების დაწყებიდან ორი წლის იუბილეს აღნიშნავს. თავისთავად, ორწლიანი ისტორია ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ავტომობილმა მნიშვნელოვნად გაზარდა ბრიტანული კომპანიის გაყიდვები და ათეულობით ჯილდოც მიიღო, გასაკვირიც არაფერი დარჩება. თანც, ამ ორ წელიწადში საინტერესო სტატისტიკაც დაგროვდა.
რაც იქ ამ ავტომობილის წარმოება დაიწყო, „იაგუარ ლენდ როვერმა“ ჰეილვუდის ქარხნის მოდერნიზაციას 230 მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტიცია მოახმარა. დაამონტაჟეს „კიპერის“ სისტემა, რომელიც ქარხნის 24 საათის განმავლობაში მუშაობის საშუალებას იძლევა. „ევოუკზე“ მუდმივად მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ბრიტანულ კომპანიას ახალი ლოჯისტიკური ცენტრის გახსნა დასჭირდა, რომელშიც 300 ადამიანი დაასაქმა.
„ევოუკის“ წარმოების დაწყებიდან, ჰეილვუდის ქარხანაში მომუშავეთა რიცხვმა 4 500-ს მიაღწია. ბოლო ერთ წელიწადში ქარხნის დაახლოებით 2 300-მა თანამშრომელმა აიმაღლა პროფესიული კვალიფიკაცია, რაც კომპანიის პერსონალის განვითარების გლობალური პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. აღსანიშნავია ისიც, რომ შტატის გაფართოებისას, ჰეილვუდის ქარხანაში მუშაობის დაწყების სურვილი 35 000 ადამიანს გამოუთქვამს.
„ევოუკის“ გარდა, ჰეილვუდის ქარხანაში ასევე „ლენდ როვერ ფრილენდერ 2-საც“ აწარმოებენ. ამ ორ ავტომობილზე მუდმივად მაღალი მოთხოვნის გამო, ქარხანა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. სხვათა შორის, ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითი ზემოქმედების გამო, ჰეილვუდის ქარხანას ბევრი ჯილდო აქვს მიღებული.
აღსანიშნავია, რომ სანამ „ევოუკის“ ქარმოებას დაიწყებდა, „ლენდ როვერმა“ მასზე 18 000-ზე მეტი წინასწარი შეკვეთა მიიღო. შარშან ეს ავტომობილი 108 000-მა ადამიანმა იყიდა. „ლენდ როვერის“ ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ერთი მოდელი წელიწადში 100 000-ზე მეტი იყიდება. სულ კი უკვე 200 000-ზე მეტი „ევოუკია“ გამოშვებული.
დაკიდევ, ჰეილვუდის ქარხანაში გამოშვებული ავტომობილების 80 პროცენტზე მეტი უცხოეთში იყიდება. სულ „ევოუკი“ მსოფლიოს 177 ქვეყანაში იყიდება და მასზე წლიურად 2 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ექსპორტი მოდის.

No comments:

Post a Comment