დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, June 13, 2013

„ჰიუნდაიმ“ სარბოლი i20 WRC-ს ტესტირება დაიწყო

Hyundai i20 WRC Starts Testing for 2014
13 ივნისი
„ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ წარმატებით ჩაატარა რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნილი სარბოლი i20 WRC-ს საწყისი ტესტი, რომელმაც კარგი შედეგები აჩვენა. ამ ავტომობილით, კორეული კომპანია რალის მსოფლიო ჩემპიონატში მომავალი სეზონიდან ჩაერთვება და კონკურენციას გაუწევს ისეთ ძლიერ გუნდებს, როგორებიც ჰყავთ „სიტროენს“ და „ფოლკსვაგენს“. ამასთან, მომავალი სეზონიდან, ჩემპიონატში „ჰიუნდაის“ გარდა, „პეჟო“ და „ტოიოტაც“ დაბრუნდებიან.
სარბოლი ავტომობილის შესაქმნელად, „ჰიუნდაიმ“ თავის გუნდში „სიტროენის“, „პეჟოსა“ და „ტოიოტას“ გუნდების ყოფილი წევრები გადაიბირა. პირველ ტესტზე ავტომობილმა, რომელიც 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი, საერთო ჯამში, 550 კილომეტრი გაიარა. ამასთან, გზა იყო როგორც მოასფალტებული, ასევე გრუნტიანი. ტესტების ნაწილი სველ გზაზეც ჩატარდა.
ადრე გავრცელდა ხმა, რომ თითქოს, პროექტი ალცენაუს (გერმანია) ფაბრიკაში დაგვიანებით დაიწყო, რის გამოც, ავტომობილი მომავალი სეზონის დასაწყისისთვის მზად ვერ იქნება და ამის გამო, არასრულ სეზონში მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ ტრადიციულად, ჩემპიონატი მონტე კარლოს რალით, იანვარში გაიხნება.

„ძალიან დაძაბულ რეჟიმში მუშაობა გვიწევს. რალის მსოფლიო ჩემპიონატის კამპანია იანვარში ფაქტობრივად სუფთა ფურცლიდან დავიწყეთ და ამ მოკლე დროში, მანქანის გზაზე გამოყვანა შევძელით. ძალიან ემოციური მომენტი იყო, როდესაც მანქანა საქმეში პირველად დავინახეთ“, - განაცხადა „ჰიუნდაის“ გუნდის შეფმა მიშელ ნანდანმა.

No comments:

Post a Comment