დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, June 12, 2013

„სუზუკი“ „ნისან ჯუკის“ კონკურენტს გამოუშვებს

Suzuki set to launch Nissan Juke rival
12 ივნისი
ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას, „სუზუკის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იაპონური კომპანია 2015 წელს ბაზარზე „ნისან ჯუკის“ კონკურენტ კომპაქტურ ქროსოვერს გამოუშვებს. გარდა ამისა, „სუზუკი“ არსებული მოდელების განახლებას და სრულიად ახალი ავტომობილების წარმოების დაწყებასაც გეგმავს.

ახალი ავტომობილებიდან, ერთ-ერთი პირველი „ფოლკსვაგენ Up!-ის“ სეგმენტის ავტომობილი იქნება, რომელიც ერთდროულად ორ ავტომობილს - „ალტოს“ და „სპლეშს“ შეცვლის. შემდეგი იქნება „სვიფტ სპორტის“ განახლებული ხუთკარიანი ვერსია და სტანდარტული „სვიფტის“ სრულამძრავიანი ვერსია. სუბკომპაქტურ კლასში კიდევ ერთი ავტომობილის გამოშვება, რომელსაც ფართო სალონი ექნება და ის კონკურენციას „ნისან ნოტს“ და „ტოიოტა ვერსოს“ გაუწევს. ეს ავტომობილი „სვიფტის“ ბაზაზე შემუშავდება. გარდა ამისა, იაპონური კომპანია „G70 კონცეპტის“ წარმოების მიზანშეწონილებასაც განიხილავს და მისთვის მწვანე შუქის ანთების შემთხვევაში, „რეჯინას“ სახელით გამოუშვებს.
„ჯუკის“ კონკურენტი ახალი სუბკომპაქტური ქროსოვერი, რომელიც ჯერ უსახელოდაა, ძველ SX4-ს შეცვლის. მას უნგრეთში, იმავე ქარხანაში გამოუშვებენ, სადაც მალე უახლეს „SX4 S-ქროსის“ წარმოებას დაიწყებენ. ეს ავტომობილი „ნისან ქაშკაის“ კონკურენტი უნდა გახდეს. საბოლოოდ გაირკვა, რომ ახლანდელ SX4-ს „ნისან ჯუკის“ მომავალი კონკურენტი შეცვლის. მის სახელში შეიძლება ასევე ძველი აბრევიატურა შეინარჩუნონ.
სუბკომპაქტური ქროსოვერი, „S-ქროსის“ შემოკლებულ პლატფორმაზე აიგება, თუმცა მასზე უხეში გარეგნობა ექნება. ამ ავტომობილზე, მყიდველს ინდივიდუალიზმის მაღალ ხარისხს შესთავაზებენ. რაც შეეხება ძრავებს, მათ იმავე „S-ქროსისგან“ გაიზიარებს. ეს იქნება ბენზნის და დიზელის 1.6-ლიტრიანი ძრავების გამა. ისინი წინა, ან სრულამძრავიანები იქნება და მექანიკური და ავტომატური ტრანსმისიებით აღიჭურვება.
„ალტოსა“ და „სპლეშის“ შემცვლელი ავტომობილი ბაზარზე მერმისს გამოვა. მას ტაილანდში დაამზადებენ. მას „სპლეშივით“ ფართო სალონი ექნება და ეკონომიურობით, უფრო პატარა „ალტოს“ შეედრება. სამწუხაროდ, ამ ორ სახელით ავტომობილებს აღარ გამოუშვებენ. თუმცა, შესაძლოა ახალი ავტომობილისთვის რომელიმე მათგანი დატოვონ.
„სვიფტის“ განახლებული ვარიანტის წარმოება წელსვე დაიწყება. სრულამძრავიან „სვიფტს“ მყიდველს მას ორ ვერსიად შესთავაზებენ. მათგან ერთი სტანდარტულია, მეორე კი - უფრო უხეში გარეგნობით, რომელიც უფრო უგზოობაზე ორიენტირებულიც უნდა იყოს. რაც შეეხება „სვიფტ სპორტს“, მისი შინაგანი აგებულება იგივე დარჩება, სამაგიეროდ მყიდველს ამ ავტომობილის ხუთკარიან ვერსიასაც შესთავაზებენ.

No comments:

Post a Comment