დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, June 7, 2013

„მიშლენს“ ფორმულა ერთში დაბრუნება სურს

Michelin considering F1 return
7 ივნისი
არაა გამორიცხული, რომ მომავალი სეზონიდან, ფორმულა ერთს ახალი რეგლამენტის გარდა, ახალი რეზინითაც მოუწიოთ ასპარეზობამ. „პირელისთან“ კონტრაქტის განახლების გაჭიანურების პარალელურად, სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება იტალიური კომპანიის შესაძლო შემცვლელთა შესახებ. მაგრამ ახლახანს, ფ1-ში დაბრუნებაზე უარი განაცხადა იაპონურმა „ბრიჯსტოუნმა“, რომელსაც მალე კორეულმა „ჰენკუკმაც“ მიბაძა.
თუმცა, გამოჩნდა კომპანია, რომელსაც ფ1-ში საკმაო გამოცდილებაც აქვს და დაბრუნების ამბიციაც. და ეს ფრანგული კომპანია „მიშლენია“. როგორც ესპანური გაზეთი „ას-ი“ იუწყება, მონრეალში იმყოფება „მიშლენის“ წარმომადგენლთა ჯგუფი, რომელიც უკვე შეხვდა ფ1-ის ხელმძღვანელობას და მასთან დიდი პრიზების ცირკში დაბრუნების შესაძლებლობა განიხილა.
„მიშლენი“ ბოლოს ფ1-ში 2006 წელს იყო წარმოდგენილი (2001-ში დაბრუნდა). მაშინ ფრანგული კომპანიის კლიენტები „რენო“ (ახლანდლი ლოტუსი), „მაკლარენი“, „ჰონდა“ (ახლანდელი მერსედესი), „ბეემვე ზაუბერი“, „რედ ბული“ და „ტორო როსო“ იყვნენ. „მიშლენის“ წასვლის შემდეგ, „ბრიჯსტოუნი“ საბურავების ერთადერთი მიმწოდებელი გახდა. მაგრამ 2011 წელს იაპონური კომპანიაც წავიდა, რომელიც „პირელიმ“ შეცვალა.

არაა გამორიცხული, რომ „მერსედსთან“ ერთად საბურავების საიდუმლო ტესტების გამო, „პირელის“ ფ1-ის დატოვება მოუხდეს. და ამ შემთხვევაში, მისი შემცვლელი იქნება საჭირო. შესაძლო ვაკანსიის შემავსებლად „მიშლენი“ საუკეთესო კანდიდატია - ეს კომპანია ახლაც ინტენსიურადაა ჩართული ავტოსპორტულ საქმიანობაში. მის საბურავებს იყენებენ ფორმულა „რენოს“, WRC-ს, ასევე ლე მანის ევროპული და ამერიკული სერიები.

No comments:

Post a Comment