დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, June 8, 2013

ორ წელიწადში 2000 ცალი “ავენტადორი“

After Two Years in Production, Lamborghini Builds 2,000th Aventador
8 ივნისი
მიუხედავად იმისა, რომ „ლამბორგინი ავენტადორი“ ძალიან ძვირი სუპერ ავტომობილია, მასზე მთელს მსოფლიოში მაინც სოლიდური მოთხოვნილებაა. სანტ’აგატა ბოლონეზეში ბაზირებულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ მე-2000 „ავენტადორი“ გამოუშვა. არადა, ჯერ მხოლოდ ორი წელია გასული მას შემდეგ, რაც ეს ავტომობილი ბაზარზე გამოჩნდა.
მე-2000 „ავენტადორი“ ერთ-ერთი ამერიკული კომპანიის ამერიკელ აღმასრულებელს შეუძენია, რომლის ვინაობაც არ სახელდება. სამაგიეროდ ცნობილია, რომ აღნიშნულ მყიდველს ადრე „გალარდო 550-2 სპაიდერი“ შეუძენია. მაგრამ თუ „გალარდო“ გაცილებით ხელმისაწვდომი ავტომობილია, „ავენტადორი“ იმავე სეგმენტს ეკუთვნის, რომელშიც „ფერარი ლაფერარი“ და „მაკლარენ P1“ იყიდება. ამ ავტომობილებს კი ძალიან შეზღუდული რაოდენობით აწარმოებენ, რისი მიზანიც, ექსკლუზიურობის შარმის არდაკარგვაა.
აღსანიშნავია, რომ „ლამბორგინი“ მხოლოდ 4000 ცალი „ავენტადრის“ გამოშვებას აპირებს. ამგვარად, მე-2000 ეგზემპლარით, საწარმოო პროგრამა სანახევროდ შესრულებულია. საინტერესოა ისიც, რომ ამავე ავტომობილის ბაზაზე, იტალიური კომპანია გამორჩეული კლიენტებისთვის, ექსკლუზიურ ავტომობილებს ამზადებს. ისეთებს, როგორიც „ეგოისტა“ და „ვენენოა“.
ამგვარად, „ავენტადორი“ თავის წინამორბედ „მურსიელაგოზე“ პოპულარულია - ეს ავტომობილი მხოლოდ 2000 ცალი დამზადდა და ბაზარზე მხოლოდ 5 წელი დაჰყო (წარმოება 2001 წელს დაიწყო). თუ გაყიდვების იმ ტემპებით ვიმსჯელებთ, რაც ამ ორ წელიწადში აქვს, „ავენტადორი“ ბაზარზე ერთი წლით ნაკლებს დაჰყოფს და სამაგიეროდ, ორჯერ მეტი გაიყიდება.

No comments:

Post a Comment