დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, June 15, 2013

„ფერარის“ ფ1-ის პირველი გამარჯვებული მოუკვდა

Jose Froilan Gonzalez, Ferrari's first F1 winner, dies aged 90
15 ივნისი
ხოსე ფროილან გონსალესი, პირველი ადამიანი, ვინც „ფერარის“ მანქანით ფორმულა ერთის რბოლა მოიგო, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არგენტინელმა მრბოლმა, საკუთარ ქვეყანაში რამდენიმე რბოლის მოგების შემდეგ, თავის ლეგენდარულ თანამემამულე ხუან მანუელ ფანხიოს მიბაძა და ევროპას 1950 წელს მიაშურა, სწორედ იმ წელს, როდესაც იქ ფორმულა ერთის პირველი ჩემპიონატი იყო დანიშნული. ფ1-ში პირველ ორ რბოლაში „მაზერატის“ მანქანით იასპარეზა და ორივე რბოლას გამოეთიშა. შემდეგ კი „ფერარიმ“ აიყვანა, რომლის მანქანითაც 1951 წელს ასპარეზობდა.
პამპასების ხარმა, როგორც გონსალესს მისი აგებულების გამო, ინგლისელი ფანები მოიხსენიებდნენ (მეგობრები მას დიდთავას ეძახდნენ), თავისი პირველი გამარჯვება, ფანხიოსთან ბრძოლაში, 1951 წლის ბრიტანულ დიდ პრიზზე (სილვერსტოუნზე) მოიპოვა. იმ სეზონის რვა ეტაპიდან, ხუთი დაამთავრა და ყველა კვარცხლბეკზე (ერთი მოგება, სამი მეორე ადგილი და ერთიც მესამეზმესამე ადგილი), ავიდა და საბოლოოდ, ჩემპიონატზე მესამე ადგილს დასჯერდა.
შემდეგ „მაზერატიში“ გადაინაცვლა და ორი სეზონი იქ გაატარა, მაგრამ 1953 წლის სეზონი მეტწილად მკურნალობაში გაატარა მას შემდეგ, რაც ლისაბონში, სპორტული ავტომობილების რბოლისას ავარია მოუვიდა და ხერხემალი დაუზიანდა. შემდგომ სეზონში ისევ „ფერარის“ დაუბრუნდა და თავისი მეორე რბოლაც მისი მანქანით, ისევ ბრიტანეთში მოიპოვა. იმავე სეზონში, „ფერარის“ ავტომობილით, ფრანგ მორის ტრინტინიანთან ერთად, ლე მანის 24-საათიანი რბოლა მოიგო. ის სეზონი ფ1-ში მეორე ადგილზე დაასრულა. ჩემპიონი ფანხიო გახდა, გონსალესმა მეორე ადგილისთვის ბრძლაში, ბრიტანელ მაიკ ჰოტორნს ნახევარი ქულით აჯობა.
სეზონის დასრულების შემდეგ, 32 წლის გონსალესი არგენტინაში დაბრუნდა მას შემდეგ, და ფ1-ში იშვიათადღა ჩნდებოდა. 1955 წელს არგენტინის დიდ პრიზზე, რომელიც ფანხიომ მოიგო, გონსალესი მეორე ადგილს დასჯერდა. ფ1-ში ბოლოს 1960 წელს იასპარეზა.

No comments:

Post a Comment