დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, May 9, 2013

„რეინჯ როვერ სპორტი“ ოთხცილინდრიანი ძრავითაც აღიჭურვება

Range Rover Sport to Gain Four-Cylinder Engine
9 მაისი

„ლენდ როვერის“ პროგრამა „რეინჯ როვერ სპორტის“ მთავარი ინჟინერი სტიუარტ ფრითჰი ამბობს, რომ მომავალში „რეინჯ როვერ სპორტი“ ოთხცილინდრიანი ძრავითაც აღიჭურვება. მისი თქმით, ამის საშუალებას ინჟინრებს ის ფაქტი აძლევს, რომ ავტომობილმა წინა „სპორტთან“ შედარებით, წონაში 420 კილოგრამი დაიკლო.

ოღონდ, ფრითი დასძენს, რომ ოთხცილინდრიანი ძრავა გამაში მოგვიანებით გამოჩნდება. უფრო ადრე, ამ ავტომობილს მყიდველს ჰიბრიდული აგრეგატით შესთავაზებენ. ფრითის თქმით, „სპორტის“ სატესტო პროგრამის დროს, გამოსცადეს ოთხცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი ვერსიაც და ის „ისე მუშაობდა, როგორც ნამდვილ რეინჯ როვერ სპორტს შეეფერებოდა“. ამ ვერსიას არც ტემპერამენტი აკლდა და არც უგზოობის პირობებში კარგავდა თვისებებს. და ეს ყველაფერი, სწორედ წონაში დაკლების დამსახურებაა.
ოთხცილინდრიანი ძრავი, რომელიც შეიძლება „სპორტზე“ დააყენონ, 2.0-ლიტრიანი ტურბოა, რომლითაც „რეინჯ როვერ ევოუკია“ აღჭურვილი. ფრითი არ აკონკრეტებს, თუ როდის შეიძლება ეს ძრავი „სპორტზე“ გამოჩნდეს. ცნობილია, რომ აგრეგატი „ფორდის“ წარმოებისაა, რომელიც მას „ეჯზე“ და „ექსპლორერზე“ იყენებს. ძრავის სიმძლავრე 240 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 340 ნიუტონმეტრი.

No comments:

Post a Comment