დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 29, 2013

„მინი“ ავტომობილებს ჩინეთშიც გამოუშვებს

BMW lines up factory in China to build all-new Minis
29 მაისი
ანალიტიკური კომპანია „ბენრშტაინ რისერჩი“ აცხადებს, რომ „ბეემვე“ მესამე თაობის „მინის“ და ამ ბრიტანული ბრენდის ყველა სხვა მოდელს, ასევე საკუთრივ „ბეემვეს“ წინაამძრავიან ყველა მოდელს, სრულიად ახალ ჩინურ ქარხანაშიც გამოუშვებს. ქარხანა ჩინეთის ჩრდილო დასავლეთში მდებარე ქალაქ შენიანის მახლობლად აშენდება და მუშაობას 2015 წელს დაიწყებს.

„ბენრშტეინმა“ ქალაქის მმართველობიდან მოიპოვა ინფორმაცია, რომ გერმანულმა კომპანიამ, ერთობლივი საწარმოთვის უკვე შეიძინა ადგილი ტიექსიში, სადაც ქარხანა აშენდება. ანალიტიკური კომპანიის აზრით, ბავარიელებს ჩინეთში ქარხნის მშენებლობა რამდენიმე მიზეზის გამო სჭირდებათ.
ჯერ ერთი, ჩინეთში „მინიზე“ მოთხოვნა ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ეს ამ ქვეყნის ბაზარი, „მინის“ ბიზნესში მეოთხე უდიდესია. გაყიდვების ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში კი (არ არსებობს მიზეზი, რომელიც ამ ტემპს შეამცირებს), უდიდესიც გახდბა.
მეორეც, მცირეგაბარიტიანი ავტომობილების ადგილზე წარმოების შემთხვევაში, ჩინეთში „ბეემვეს“ საიმპორტო კვოტაში გაიზრდება დიდი, გაცილებით მომგებიანი მანქანების პროცენტული წილი. შესაბამისად, მოგების ზრდის რესურსიც მოიმატებს. თუმცა, ბავარიელები ცისქვეშეთში ასეთ ავტომობილებსაც აწარმოებენ.
ამჟამად „მინი“ თავის ავტომობილებს ოქსფორდში და „მაგნა შტეირის“ ავსტრიულ ქარხანაში აწარმოებს. მესამე თაობის ჰეჩბეკის გამოშვება ჰოლანდიის ქარხანა „ნედქარში“ იგეგმება, რომელიც ახლახანს „მიცუბიშიმ“ სიმბოლურ ფასად გაჰყიდა. ამ ქარხნებში წარმოება ისევ გაგრძელდება, ჩინურ საწარმოს კი ძირითადად ადგილობრივი და მეზობელი ქვეყნების ბაზრების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გამოიყენებენ.
სხვათა შორის, „მინის“ წარმომადგენელს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჟურნალ „ავტოქარისთვის“ ნათქვამი აქვს, რომ მესამე თაობის ჰეჩბეკის გამოშვების შემდეგ, კომპანია გაყიდვების ნახტომისებრ ზრდას მოელის.ახალი ავტომობილის პრემიერა ალბათ ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება.

No comments:

Post a Comment