დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, April 13, 2013

„ფორდი“ კომპაქტურ პიკაპს გამოუშვებს


Ford Confirms US Compact Pickup, Hints Redesigned Ranger
13 აპრილი
კარგა ხანს, მედიაში არ წყდებოდა ლაპარაკი იმაზე, რომ „ფორდი“ კომპაქტური პიკაპის წარმოების დაწყებას გეგმავს. და აი, ცისფერმა ოვალმა გამოაცხადა, რომ F150-ზე მომცრო ზომის პიკაპისთვის, სამოდელო გამაში თავისუფალი ნიშა გააჩნია და მის შევსებას აპირებს.

ეს განცხადება, „ფორდის“ პიკაპების და უგზოობის ავტომობილების პროგრამის მარკეტინგის მენეჯერმა დაგ სკოტმა, ავტოინდუსტრიის ანალიტიკოსებთან და ამ თემაზე მწერალ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, იგეგმება „ნამდვილი კომპაქტური პიკაპის“ წარმოება, რომელიც F150-ისგან მკვეთრად განსხვავებული იქნება არამხოლოდ ზომით და ფასთ, არამედ საწვავის ეკონომიითაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული კომპანიის კომპაქტური პიკაპის ნომინალური ტვირთამწეობა ნახევარ ტონამდე იქნება, მაქსიმალური კი 1.5 ტონამდე. ამასთან, კომპანია აქცენტს ავტომობილის დაბალ ფასსა და საწვავის ეკონომიურ მოხმარებაზე გააკეთებს.
პარალელურად, ბაზარზე ახალი „რეინჯერიც“ გამოვა. საერთოდ, კომპაქტური პიკაპი „რეინჯერია“, მაგრამ ბოლო წლებში ეს ავტომობილი მეტისმეტად გაიზარდა და გაძვირდა. და მართალია, გლობალური მოდელია, როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ამერიკის ბაზარზე მისი გაყიდვები შარშან შეჩერდა. ამის მიზეზი ის ფაქტიც გახდა, რომ ამერიკაში კომპაქტური პიკაპების სეგმენტში გაყიდვები დაეცა.

No comments:

Post a Comment