დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, April 17, 2013

„ლენდ როვერი“ თავის მანქანებს ტუნინგს თავადვე ჩაუტარებს


Custom Land Rovers Straight from the Factory
17 აპრილი
„ლენდ როვერის“ მთავარი დიზაინერი ჯერი მაკგოვერნი ამბობს, რომ მისი კომპანია მყიდველთან უფრო ახლო ურთიერთობის დამყარებას აპირებს, რაც პროდუქციის ინდივიდუალიზაციაში გამოიხატება. ეს კი არსებული მოდელების სხვადასხვა ვარიანტების შეთავაზებით გახდება შესაძლებელი.

გამოცემა „ქარედვაისთან“ საუბრისას, მაკგოვერნი ამბობს, რომ ის და მისი გუნდი ამჟამად მყიდველისთვის ახალი ოპციების შეთავაზებაზე მუშაობენ. ამგვარად კი შესაძლებელი იქნება, სატუნინგო კომპანიებისთვის სამოქმედო არეალის შეზღუდვა. ის აღიარებს, რომ ტუნინგზე სპეციალური ფირმების საქმიანობა, მის კომპანიას საკმაოდ აღიზიანებს.
„ბრიტანეთში, გერმანიასა და ევროპაში, ბევრი ისეთი კომპანია მუშაობს, რომლებიც ყიდულობენ ჩვენს ავტომობილებს, უცვლიან სახეს, უტარებენ კოსმეტიკურ მოდიფიკაციას და ასე სთავაზობენ მყიდველს. ეს კი გამაღიზიანებელია, რადგან ავტომობილი უშნოვდება. ამ დროს კი მასში მყიდველს 15 000-20 000 დოლარით მეტის გადახდა უწევს. მყიდველი კი, ღმერთმა დალოცოს ისინი, ასეთ პროდუქციას იმის გამო ყიდულობს, რომ ისეთი რამე შეიძინოს, როგორიც მხოლოდ მის ხელში იქნება“, - ამბობს მაკგოვერნი.
ყველაფერთან ერთად, „ლენდ როვერი“ საკუთარი პროდუქციის ხარისხის და მახასიათებლების შენარჩუნებითაცაა დაინტერესებული - სატუნინგო კომპანიები ხშირად ტექნიკურ მახასიათებლებსაც ცვლიან, რითაც წყალში იყრება ახალი პროდუქტის ტესტირებისას ჩატარებული უამრავი შრომა. შეცვლილ ავტომობილს კი არანაირი გარანტია არ მოჰყვება. თანაც, ხშირად ისინი სატუნინგო კომპანიის მარკითაც კი იყიდება...

No comments:

Post a Comment