დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, March 19, 2013

„მაკლარენი“ ძველ მანქანას არ დააბრუნებს

McLaren rules out reverting to 2012 F1 car despite early struggles
19 მარტი
„მაკლარენმა“ კატეგორიულად უარყო ადრე გამოთქმული ვარაუდი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ძველი მანქანით ასპარეზობის გადაწყვეტილება მიიღოს. ავსტრალიაში ახალი მანქანა აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანი აღმოჩნდა - ჯენსონ ბატონმა მხოლოდ მეცხრე ადგილის დაკავება შეძლო, სერხიო პერესი კი მე-11 ადგილზე გავიდა.

არადა, გასული სეზნის მიწურულს, „მაკლარენის“ MP4-27 საუკეთესო მანქანა იყო პელოტონში. სწორედ ამის გამო გაჩნდა ვარაუდი, რომ უოკინგელები ამ მანქანის მოდიფიცირებულ ვერსიას მოამზადებდნენ. ამაზე მათმა შეფმა მარტინ უიტმარშმაც კი ილაპარაკა. მაგრამ მელბურნის რბოლის შემდგომ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ უკეთესი იქნება, თუ MP4-28-ს განავითარებენ.
ტელემეტრიული მონაცემები უჩვენებს, რომ MP4-28-ს ჩაჭიდება არ აკლია. ეს მთავარი დადებითი მახასიათებელია. მაგრამ მას ძალიან მცირე ეგრეთ წოდებული „საოპერაციო ფანჯარა“ აქვს, რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა ტრასისადმი მისი მორგება ამ ეტაპზე ძნელია.
„ამ ეტაპზე, მანქანაზე ბევრი მუშაობა მოგვიწევს. მის ბევრ კომპონენტს დიდი პოტენციალი აქვს. და წინა მანქანასთან შედარებით, მეტი ჩაჭიდებითაც გამოირჩევა. ახლა მთავარია, რომ სწორი ანალიზი ჩავატაროთ, რომ ვიცოდეთ, რა მიმართულებით უნდა განვავითაროთ, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ. ადრეც გვქონია შემთხვევა, როდესაც მანქანა კარგი ჩაჭიდებით გამოირჩეოდა, მაგრამ მისი პოტენციალის ათვისება გაგვჭირვებია“, - ამბობს უიტმარში.
ის დასძენს, რომ პრობლემების ერთი ხელის მოსმით მოგვარება შეუძლებელია, თუმცა MP4-28 აუცილებლად გამოსწორდება.კითხვაზე, „მაკლარენის“ ინჟინრებს აქვთ თუ არა ხელჩასაჭიდი, რომელიც პრობლემების სწრაფად მოგვარებაში დაეხმარება, უიტმარში პასუხობს:
„ასეთი რბოლის შემდგ, ორ დღეში ინჟინრებს გარკვეული პასუხი ვერ ექნებათ. ეს ძალიან ძნელია. მაგრამ ჩვენ ჩვენი გუნდის შესაძლებლობების გვჯერა. მე რომ ვისურვებ, იმდენად სწრაფად ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, ყველაფერს ვიღონებთ, რომ ბიჭებს ამის გაკეთებაში დავეხმაროთ“.

No comments:

Post a Comment