დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, March 8, 2013

ტესტებისას „რედ ბული“ სწორეზე ყველაზე ნელი იყო

New Red Bull slowest on the straight
8 მარტი
შესაძლოა, „რედ ბული“ და მისი სამგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ახალ სეზონს პრობლემებით იწყებენ. ყოველ შემთხვევაში, ამაზე პადოკში და პრესაში უკვე ხშირად ლაპარაკობენ და არგუმენტებიც ისეთი მოჰყავთ...
ასეთ გამოცემებს შორისაა გერმანული ჟურნალი „აუტო მოტორ უნდ შპორტი“, რომელმაც ბარსელონას მონტმელოს ტრეკზე დაფიქსირებული მაქსიმალური სიჩქარეები შეადარა. როგორც გაირკვა, ყველაზე ნაკლები სიჩქარე - 307.7 კმ/სთ „რედ ბულის“ RB9-ს ჰქონდა. ყველაზე სწრაფი კი, როგორც უნდა გაგიკვირდეთ, „მარუსია“ იყო. მათს საუკეთესო დროებს შორის სხვაობა 12.8 კმ/სთ იყო.
„კოსუორტის“ ძრავებით აღჭურვილი „მარუსიას“ შემდეგ, „ფერარის“ ძრავების მომხმარებლები - საკუთრივ „ფერარი“ და „ზაუბერი“ არიან. შვეიცარიული ბოლიდის მაქსიმალურმა სიჩქარემ 316.7 კმ/სთ შეადგინა. ასეთივე სიჩქარე აჩვენა „ფორს ინდიამ“, რომელიც „მერსედსის“ ძრავს იყენებს.
შემდეგია „მაკლარენი“ (მერსედესი), რომელსაც „რენოს“ ძრავით აღჭურვილი „ლოტუსი“ მოჰყვება. ამ უკანასკნელის საუკეთესო სიჩქარე 314.9 კმ/სთ იყო. „ტორო როსო“ (ფერარი) და „უილიამსიც“ (რენო) კი ჩემპიონებს 5 კმ/სთ-ით სჯობნიან.
მაგრამ „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ რეპორტიორი მიხაელ შმიდტი ამბობს, რომ ყოველივე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ავსტრიული საჯინიბო მაჩანჩალებს შორის იქნება. „როგორც „რედ ბულს“ არაერთხელ დაუმტკიცებია, რბოლებს სწორ მონაკვეთზე არ იგებენ“, - ამბობს შმიდტი. სხვათა შორის, წინა სამ სეზონში, სწორ მონაკვეთზე ძალიან იშვიათად ჰქონდა საუკეთესო სიჩქარე. სამაგიეროდ, დახვეწილი აეროდინამიკის წყალობით, რაც მოსხვევების უკეთ გავლის საშუალებას იძლევა, წითელი ხარები ყოველთვის ახერხებენ გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას...

No comments:

Post a Comment