დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, March 5, 2013

„სანიონი“ თავის მომავალ ქროსოვერს გვაცნობს

SsangYong Hints at Future Crossover with SIV-1 Concept
5 მარტი
ჟენევაში „სანიონის“ მთავარი სიახლე არის კონცეპტუალური SIV-1, რომელიც კორეული კომპანიის განცხადებით, მისი მომავალი საშუალო ზომის პრემიუმ დონის ქროსოვერია, რომელსაც „სანიონის“ გამაში მალე სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭება.
კონცეპტუალური ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4 500 მილიმეტრი, 1 880 მილიმეტრი, სიმაღლე 1 640 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2 700 მილიმეტრი. ეს ავტომობილი არის განვითარება იმ კონცეპტუალური მოდელებისა, რომლებსაც კორეული კოპმპანია ბოლო ორი წელია, დიდ ავტოგამოფენებზე გვიჩვენებს ხოლმე. თუმცა, თუ ადრე მიზანი ძირითადად ახალი სტილის ძიება იყო, ამჯერად ის კონკრეტული სერიული ავტომობილის წინამორბედი უნდა გახდეს.

„სანიონის“ რელიზში წერია, რომ კონცეპტუალური ავტომობილისთვის ორი ძრავია გათვალისწინებული. ერთია ბენზინის 1.6-ლიტრიანი ტურბო, რომელიც 205 ცხენის ძალას და 280 ნიუტონმეტრს ავითარებს, მეორე კი - 1.6-ლიტრიანი დიზელი, რომლის სიმძლავრეც 150 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 360 ნიუტონმეტრი.
ორივე შემთხვევაში, ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული, მყიდველის სურვილის შემთხვევაში კი მას 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფი შეცვლის, რომელიც ძრავს ორდსკოიანი ქუროთი მიუერთდება.
დაბოლოს, კონცეპტუალური SIV-1 განასახიერებს „სანიონის“ ახალ დიზაინ სტილს, რომელსაც კორეულ კომპანიაში „ნეჩურ ბორნ 3 მოუშნ“ უწოდეს. კორეული კომპანიის განმარტებით (როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს), ეს ნიშნავს, რომ ამ სტილში შერწყმულია ის სამივე ტიპის მოძრაობა (დინამიურობა, რიტმულობა და ლივლივი), რომლებიც ბუნებაში გვხვდება.

No comments:

Post a Comment