დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 2, 2013

წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის კალენდარი


2 მარტი
საქართველოს ავტოსპორტის ასოციაციამ გამოაქვეყნა წრიულ და წყვილთა რბოლებში საქართველოს 2013 წლის სეზონის კალენდრები. ისევე როგორც შარშან, ამჯერადაც წრიული რბოლების კალენდარში 7 ეტაპია შესული, სეზონს კი ისევ საერთაშორისო ეტაპი - რუსთავის საერთაშორისო გამოწვევა დაასრულებს.

აღსანიშნავია, რომ წრიული რბოლების ჩემპიონატი ისევ ოთხ კლასში ჩატარდება. სიძვირის გამო, მოსალოდნელი იყო, რომ ფორმულა „ალფას“ კლასი გაუქმდბოდა. მაგრამ კალენდარში ის ისევ ფიგურირებს. დანარჩენი კლასებია ლეჯენდსი, რომელშიც შარშან ყველაზე დაძაბული პაექრობები გაიმართა, მონოკლასი და GT. წინასწარი ვარაუდით, მონოკლასის და GT-ს რბოლებს, ახალ სეზნში გაცილებით მეტი მონაწილე ეყოლება.
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ წრიული რბოლების პირველი სამი ეტაპი ფორმულა 1-ის მალაიზიურ, ჩინურ და მონაკოს ეტაპებს ემთხვევა. სეზონის მეორე ნახევარში, ჩვენი ჩემპიონტის მე-6 და მე-7 ეტაპები, შესაბამისად იაპონურ და ინდურ დიდ პრიზებს ემთხვევა. თუმცა, იმედს იძლევა ის გარემოება, რომ საქართველოს ჩემპიონატის კალენდარს თან ახლავს მინაწერი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მასში ცვლილებები შევიდეს.
სამაგიეროდ, წრიული რბოლების კალენდარში ერთი სიახლეა - ივლისსა და აგვისტში რბოლები არ ჩატარდება. წინა სეზონმა აჩვენა, რომ გაუსაძლის სიცხეში, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თბილისისა და რუსთავის მოსახლეობის დიდი ნაწილი დასვენებას ცდილობს, თაკარა მზის გულზე საათობით ყოფნას და რბოლებისთვის თვალის დევნებას ბევრი გაურბის.
რაც შეეხება წყვილთა რბოლებს, მის კალენდარში 12 ეტაპია და ის მომავალ წელს დამთავრდება. ფაქტობრივად, მისი სეზონი წელიწადს და ერთ თვეს გასტანს.

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში
23-24 მარტი              1 ეტაპი
13-14 აპრილი           2 ეტაპი
25-26 მაისი               3 ეტაპი
22-23 ივნისი 4 ეტაპი
14-15 სექტემბერი    5 ეტაპი
12-13 ოქტომბერი    6 ეტაპი
26-27 ოქტომბერი    7 ეტაპი
9-10 ნოემბერი          Rustavi International Challenge 2013

წყვილთა რბოლის ჩემპიონატი
31 მარტი                   1 ეტაპი
28 აპრილი                2 ეტაპი
2 ივნისი                    3 ეტაპი
7 ივლისი                   4 ეტაპი
8 სექტემბერი           5 ეტაპი
6 ოქტომბერი            6 ეტაპი
3 ნოემბერი               7 ეტაპი
8 დეკემბერი 8 ეტაპი
19 იანვარი                9 ეტაპი
16 თებერვალი         10 ეტაპი
23 მარტი                   11 ეტაპი
27 აპრილი                ფინალი

No comments:

Post a Comment