დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 9, 2013

ბერნის 22 რბოლა სურს


Ecclestone wants 22-race calendar in 2014
9 მარტი
ფორმულა ერთის გუნდები იმაზე წუწუნებენ, რომ კალენდარში ოცი ეტაპიც კი ბევრია, ბერნი ეკლსტროუნი კი იმედოვნებს, რომ 2014 წლიდან კალენდარი 22 რბოლამდე გაიზრდება. არადა, ამ სეზონშიც ერთი რბოლა უკვე გამოაკლდა - ნიუ ჯერსი ვერ ასწრებს ეტაპის მასპინძლობისთვის საჭირო ყველა პირობის შესრულებას.

ეგ არაფერი, ბერნიმ ნიუ ჯერსის ეტაპის დებიუტი შემდეგი სეზონისთვის გადაიტანა. გარდა ამისა, რიგში დგას რუსეთი, რომელიც დიდი პრიზების ცირკის მისაღებად, ოლიმპიურ სოჭში აწყობს ულტრათანამედროვე ტრეკს. გარდა ამისა, ფ1-ის მიღების სურვილი ოფიციალურად გამთქვეს მექსიკამ და ტაილანდმა. ამათგან მექსიკა ფ1-ის კალენდარში ადრეც ყოფილა, ტაილანდი კი ახალბედა იქნება.
„მთავარია, რბოლები სწორ ადგილებში ჩავატაროთ. მათ ფასი მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება. ვფიქრობ, გუნდები კალენდრის 22 რბოლამდე გაზრდას არ შეეწინააღმდეგებიან“, - ამბობს ფ1-ის 82 წლის პრომოუტერი. ბრიტანელი მილიარდერი არც იმას მალავს, რომ ძალიან უნდა ფ1-ის სამხრეთ აფრიკაში დაბრუნება. ამისთვის კეიპ თაუნი შეურჩევია. ადრე დურბანზე ვფიქრობდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კეიპ თაუნი უკეთესი ვარიანტიაო, - ამბობს ბერნი.

No comments:

Post a Comment