დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, February 2, 2013

„ფორდ ტრეკ T როუდსტერი“ - ამერიკული როდსტერების ვარკსვლავი

America's Most Beautiful Roadster crowned at 2013 Grand National Roadster Show
2 თებერვალი
ყოველწლიურად, შტატ კალიფორნიის ქალაქ პომონაში, საავტომობილო შოუ „გრანდ ნეიშნლ როუდსტერ შოუ“ იმართება ხოლმე, რომლის კულმინაციასაც, ამერიკის უმშვენიერესი როდსტერის არჩევა წარმოადგენს. წელს ეს შოუ 64-ედ ჩატარდა და მის რჩეულად, „ფორდის“ მიერ 1927 წელს გამოშვებული „ტრეკ T როუდსტერი“ აირჩიეს, რომელიც ცნობილ საავტომობილო კოლექციონერ ჯონ მამფორდს ეკუთვნის.


ამ აღიარების გარდა, კოლექციონერმა თითქმის სამმეტრიანი თასი და 10 000-დოლარიანი ჩეკიც მიიღო. შოუზე თავისი ავტომობილის გატანამდე, მამფორდმა ის ჰოტ როდების სპეციალისტ როი ბრიციოს დაამუშავებინა. სწორედ მისი ფანტაზიის დამსახურებაცაა ის, რომ „ტრეკ T როუდსტერმა“ ძალიან ძლიერ კონკურენტებს აჯობა. ისეთებს, როგორებიცაა 1933 წლის „ფორდ როუდსტერი“, რომლითაც შარშან ბონვილის ტრასაზე სიჩქარის ორი რეკორდი გაუმჯობესდა და 1932 წელს გამოშვებული „ფორდ ჰაი ბოი როუდსტერი“, რომელიც „ფორდის“ აღმასრულებელ ვიცე პრეზიდენტ ჯიმ ფარლის ეკუთვნის.

No comments:

Post a Comment