დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, February 10, 2013

„მერსედეს-ბენც SLC AMG“ ბაზარზე 2015 წელს გამოვა

Mercedes Benz SLC AMG Coming in 2015 With V6 and V8 Engine

10 თებერვალი
ერთ-ერთი იმ სრულიად ახალ ავტომობილთაგანი, რომლითაც „მერსედეს-ბენცი“ თავისი სამოდელო გამის გამდიდრებას აპირებს, არის სუპერ ავტომობილ SLS AMG-ს მომცრო ვერსია, რომელსაც ალბათ შტუტგარტელები SLC AMG-ს სახელით გაგვაცნობენ. ზოგი მარკეტოლოგის აზით, უმჯობესი იქნება, თუ ამ ავტომობილს SLR-ს დაარქმევენ.
ბრიტანული ჟურნალი „ქარ“ ირწმუნება, რომ ეს იქნება SLS AMG-ს შემცვლელი და მას არ ექნება ამ ავტომობილის სამარკო ნიშანი - ეგრეთ წოდებული თოლიას ფრთის ტიპის კარები. „ქარ-ის“ ინფორმაციით, ახალი ავტომობილი უნდა იყოს შედარებით ხელმისაწვდომი. მის ბაზისად SLS AMG-ს ალუმინის პლატფორმის მოდიფიცირებულ ვერსიას გამოიყენებენ.
სამქიმიანები ირწმუნებიან, რომ ამ პლატფორმის მომცრო გაბარიტებზე მორგება სირთულეს არ წარმოადგენს და ადვილად შეიცვლება როგორც მისი სიგრძე, ასევე სიგანე, სიმაღლე და ბორბლებს შორის ბაზაც. ჩვეულებრივი ტიპის კარების გამოყენების მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ასე შესაძლებელი იქნება ავტომობილის წონის შემცირება. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზრდება მზიდი სისტემის სიმტკიცე და ყოველგვარი დატვირთვისადმი მედეგობა. დაკიდევ, თუ SLS-ის სტრუქტურა თავიდანვე გათვლილი იყო იმაზე, რომ მის ბაზაზე როდსტერიც უნდა დამზადებულიყო, SLC-ს შემთხვევაში, მხოლოდ კუპეს წარმოება იგეგმება.
ახალი ავტომობილის საბაზო ვერსია, 3.0-ლიტრიანი V6 ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 333 ცხენის ძალას მიაღწევს. ძრავს და გადაცემათა კოლოფს გრძივი განლაგება ექნება, რაც სრულამძრავიანი ვერსიის დამზადებას გაართულებს. სამაგიეროდ, ბორბლებს შორის წონა უფრო თანაბრად განაწილდება, რაც ავტომობილის მანევრულობაზე უკეთ იმოქმედებს.
რა თქმა უნდა, სამქიმიანები SLC-ს V8-ძრავიან ვერსიებსაც გამოუშვებენ. ექვსცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი ვერსია ყველაზე იაფი, დაახლოებით 80 000 ევრო ეღირება. SLC ბაზარზე 2015 წელზე ადრე ვერ გამოვა.

No comments:

Post a Comment