დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, February 12, 2013

„ფორდ ფოკუს RS“ 2.3-ლიტრიანი ტურბოთი

New Ford Focus RS to Stick with FWD, Reportedly Share a 2.3L Turbo with the…Next Mustang!
12 თებერვალი

იყო დრო, როდესაც 300 ცხენის ძალით სუპერ ავტომობილები თუ დაიკვეხნიდნენ. ბევრისთვის ეს საოცნებო ზღვარი იყო, რომელსაც მწარმოებლები რეკლამისას აუცილებლად იყენებდნენ. მაგრამ დღეს სუპერები ათასებს ეპოტინებიან, მათს ძველ სიამაყეს კი კომპაქტური ჰეჩბეკები, უფრო სწორედ, მათი ტემპერამენტიანი ვერსიები ითვისებენ.

„ფორდის“ ევროპული შტოს მიერ ჩატარებული სამარკეტინგო კვლევა უჩვენებს, რომ მყიდველი სულ უფრო ხშირად ითხოვს სერიული ავტომობილების ბაზაზე შექმნილ ტემპერამენტიან ვერსიებს, ფორსირების და ტემპერამენტის სხვადასხვა ხარისხით. ამასთან, ეს მოთხოვნა ფიქსირდება როგორც კომპაქტურ, ისე საშუალო და სრულგაბარიტიან სეგმენტებში.
ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას, „ფორდ იუროპის“ ვიცე პრეზიდენტი ბარბ სამარჯიჩი ამბობს, რომ მოთხოვნაა როგორც სერიული ავტომობილების ST ვერსიებზე, რომლებიც შეიძლება გამოიყენო, როგორც ყოველდღიური სარგებლობის ავტომობილი, ასევე რბოლებზე ორიენტირებულ RS ვერსიებზეც, რომლებიც უფრო მძაფრ შეგრძნებათა მოყვარულებს იზიდავს.
სამარჯიჩი არ ადასტურებს, რომ მისი კომპანია „ფოკუს RS-ის“ მესამე თაობის გამოშვებას აპირებს. თუმცა ბრიტანული ჟურნალის ინფორმატორები, რომლებიც „ფორდში“ მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ, ირწმუნებიან, რომ კომპანიამ ასეთი ავტომობილის შემუშავება უკვე დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, ავტომობილი წინაამძრავიანი იქნება (როგორც მისი ორი წინამორბედი იყო). ის 2.3-ლიტრიანი ტურბო ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრე 330 ცხენის ძალას მიაღწევს. ძრავს ორდისკოიანი ქუროთი მექანიკური კოლოფი დაუკავშირდება, არადა „ფორდს“ თავის არსენალში ნახევრად ავტომატური კოლოფიც გააჩნია, რომელიც ასეთ მანქანას უფრო შეეფერება. ამის მიზეზი ისაა, რომ მარკეტოლოგების მითითებით, ამ ავტომობილის მყიდველს ურჩევნია, მაქსიმალურად იყოს ჩართული მართვის პროცესში და ნაკლებად დაუთმოს ეს საქმე ელექტრონიკას.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ დასახელებულ ძრავს „ფორდი“ ახალ „მუსტანგზეც“ გამოიყენებს. ორივე ავტომობილის გაყიდვების დაწყება 2015 წელს არის მოსალოდნელი.

No comments:

Post a Comment