დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, February 11, 2013

„ლენდ როვერისთვის“ შეზღუდული მიწოდება მოგებიანია


For Land Rover dealers, tight supply helps profitability
11 თებერვალი
ამერიკაში ახალ „რეინჯ როვერზე“ ტაციაობაა. დილერების უმეტესობას, ზაფხულამდე ყველა ავტომობილი გაყიდული აქვთ. ავტომობილი, რომელიც ბაზარზე დეკემბერში გამოჩნდა, შოურუმებში იშვიათად ჩერდება. შექმნილია სიტუაცია, როდესაც მიწოდება მოთხოვნას გვარიანად ჩამორჩება.

ლონგ აილენდის საავტომობილო ჯგუფი, რომელშიც „ლენდ როვერის“ სამი სადილერო კომპანიაა გაერთიანებული, იმდენ ავტომობილს მოისაკლისებს, რომდენიც საავტომობილო ტრეილერზე ეტევა. ჯგუფის მმართველი კაბინეტის შეფი მაიკლ ლევიტანი ამბობს, რომ ასეთი დეფიციტი, დილერებს მეტი მოგების საშუალებას აძლევს.
ბრიტანული კომპანიის ამერიკული შტო, დილერებს არწმუნებს, რომ ყველანაირად ცდილობს, ქვეყანაში მაქსიმალური რაოდენობით ახალი „რეინჯ როვერი“ შეიტანოს, მაგრამ ეს ვერ ხერხდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მსგავსი სიტუაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა შექმნილი. უგზოობის ახალ ლიმუზინზე ყველგან დიდი მოთხოვნილებაა.
„იაგუარ ლენდ როვერ ნორთ ამერიკას“ ოპერაციების ვიცე პრეზიდენტი კრის მერჩანდი ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია, სათაო ოფისში, მაქსიმალური რაოდენობით „რეინჯ როვერის“ მოთხოვნას აგზავნის, მაგრამ იმ დროს, როდესაც ბევრ ბაზარზე, მანქანები ექვსი თვით ადრეა გაყიდული, ამ მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეუძლებელია.
შექმნილი სიტუაციის გამო, „ლენდ როვერმა“ გადაწყვიტა, რომ ამერიკაში არ გააგზავნოს საბაზო „რეინჯ როვერები“, რომელთა ფასიც 83 545 დოლარია. ამიტომ, ამერიკისთვის საბაზო მოდელად, ვერსია HSE ითვლება, რომლის სასტარტო ფასიც 88 545 დოლარია. გარდა ამისა, ამერიკელებს კიდევ ორ მოდიფიკაციას სთავაზობენ. მათგან ერთი მექანიკური დამჭირხნითაა აღჭურვილი და მისი ფასი 99 996 დოლარია. მეორე კი არის ტოპ ვერსია „ავტობიოგრაფი“, რომლის ფასიც (მიწოდების ჩათვლით) 130 995 დოლარიდან იწყება.
„ლენდ როვერის“ მარკეტოლოგები ვარაუდობენ, რომ წელს მათი კომპანია შარშანდელზე გაცილებით მეტ ავტომობილს გაჰყიდის. შარშან ბრიტანულმა კომპანიამ, რომელიც „იაგუართან“ ერთად, ინდური „ტატას“ ჯგუფში შედის, 143 664 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე თითქმის 15 პროცენტით მეტია.

No comments:

Post a Comment