დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, February 16, 2013

„ნისანმა“ მთელს მსოფლიოში 50 000-ზე მეტი „ლიფი“ გაჰყიდა

Nissan Sold Over 50,000 Leaf EVs Worldwide
16 თებერვალი
მიუხედავად იმისა, რომ შარშან ამერიკის ბაზარზე ელექტრომობილ „ნისან ლიფის“ გაყიდვა შემცირდა, ამ ავტომობილმა მაინც მნიშვნელოვანი ზღვარი გადალახა - მთელ მსოფლიოში ის უკვე 50 000-ზე მეტია გაყიდული. ეს კი ნიშნავს, რომ ეს არის ელექტრომობილების ბესტსელერი.

იმ დროს, როდესაც ელექტრომობილების დამკვიდრებას რიგი გარემოებები უშლის ხელს, მათ შორის ის, რომ ნავთობპროდუქტები ჯერაც ხელმისაწვდომია, „ლიფის“ მიერ ამ ზღვარის გადალახვა მნიშვნელოვანი წარმატებაა. თანაც, ამ ავტომობილით, „ნისანი“ სოლიდურ მოგებასაც ღებულობს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, „ნისანის“ მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ რელიზში ასევე ნათქვამია, რომ „ლიფის“ მფლობელებს, ჯამში უკვე თითქმის 260 მილიონი კილომეტრი აქვთ გავლილი. შედარებისთვის, ჩვენს პლანეტას მზისგან 150 მილიონი კილომეტრი აშორებს.
„თითოეული ამ კილომეტრებიდან, ნულოვანი გამონაბოლქვითაა გავლილი. ამით, „ლიფი“ ჩვენი ატმოსფეროს ნახშირორჟანგით და ნახშირჟანგით დაბინძურების შემცირებას უწყობს ხელს. ყველაზე მრტი ნაძილი „ლიფს“ ერთ-ერთი იაპონელი მომხმარებლის ხელში აქვს გავლილი - 175 000 კილომეტრი.
„ნისანმა“ შარშან ამერიკის ბაზარზე მხოლოდ 9 819 „ლიფი“ გაჰყიდა. მაგრამ იაპონური კომპანია იმედოვნებს, რომ გაყიდვების ტემპი გაიზრდება, ამაში კი ფასის 6 000 დოლარით შემცირება დაეხმარება. ამგვარად, ამერიკელი დილერებისგან მისი შეძენა უკვე 28 800 დოლარად არის შესაძლებელი.

No comments:

Post a Comment