დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, January 9, 2013

ახალი „ტოიოტა RAV4“

All-New 2013 Toyota RAV4
9 იანვარი
კომპაქტური ქროსოვერების მოყვარულები მეოტხე თაობის RAV4-ს მოუთმენლად ელოდნენ. რა თქმა უნდა, მსოფლიო ლიდერის პოზიციის განსამტკიცებლად, ამ ავტომობილს „ტოიოტასთვისაც“ დიდი მნიშვნელობა აქვს. და აი, მოლოდინი ახლახანს, ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე დასრულდა, სადაც ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი იყო.
როგორც „ტოიოტა“ ამბობს, ახალი RAV4-ის შასის კონსტრუქციაში, რამდენიმე მარკის მაღალი სიმტკიცის ფოლადია გამოყენებული. მისი წყალობით, კონსტრუქცია მსუბუქი და იმავდროულად, მტკიცე გამოვიდა. ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4 569 მილიმეტრი, სიგანე 1 844 მილიმეტრი, სიმაღლე 1 661 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი - 2 659 მილიმეტრი.
ლოს ანჯელესში წარდგენილი RAV4-ის კაპოტქვეშ მოთავსებული იყო 2.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავი, რომელიც 176 ცხენის ძალას და 233 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან ახალი, 6-საფეხურიანი სეკვენტალური ტრანსმისიაა დაკავშირებული, რომელმაც ავტომატური ოთხსაფეხურიანი შეცვალა. იმისათვის, რომ ძრავის ბრუნთა დაბალი რიცხვი შეენარჩუნებინათ და საწვავის ხარჯიც შეემცირებინათ, კოლოფში მეხუთე და მეექვსე საფეხურები ოვერდრაივია (გადაცემის რიცხვი 1-ზე მცირეა).
ევროპასა და სხვა ბაზრებზე, RAV4-ის საბაზო აღჭურვილობაშია 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავი შევა, რომელიც 149 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გამაში ასევე შევა ორი ოთხცილინდრიანი დიზელიც - 2.0-ლიტრიანი 122 ცხენის ძალით და 2.2-ლიტრიანი 148 ცხენის ძალით.
ისევე როგორც წინა „რავი“, ახალიც წინა და სრულამძრავიანი ტრანსმისიებით გამოვა. პირველ შემთხვევაში, ავტომობილის ხარჯი ქალაქსა და მაგისტრალზე 9.8 ლ/100 კმ და 7.59 ლ/100 კმ-ია, მეორე შემთხვევაში კი - 10.69 ლ/100 კმ და 8.11 ლ/100 კმ. ორივე შემთხვევაში, ავტომობილს აქვს სპორტული რეჟიმი, რომელზე გადასვლისას, საჭის მექანიზმი და დროსელის გახსნაზე რეაგირება უფრო მკვეთრი ხდება, მცირდება გადაცემების საფეხურების შეცვლის დრო და იზრდება ძრავის ბრუნთა რიცხვი.
სალონი, როგორც „ტოიოტა“ ამბობს, ასიმეტრიულია. ყველა ვერსია აღჭურვილია რვა აირბალიშით, რეგულირებადი საჭის რგოლით, აუდიო და ინფოტაინმენტ სისტემებით, დასაკეცი უკანა სავარძლებით, რომელთა დაკეცვის შემდეგაც, მნიშვნელოვნად (ზუსტი მონაცემი არ გამოქვეყნებულა) იზრდება საბარგულის მოცულობა.
ავტომობილის წინა ნაწილი მაკფერსონის სისტემაზე დგას, უკან კი - ორმაგ ჩანგლისებრ სისტემაზე. ოთხივე ბორბალს დისკური მუხრუჭები ემსახურება. რაც შეეხება ბორბლებს, შესრულების დონის მიხედვით, ისინი შეიძლება იყოს 17 და 18-დუიმიანი.
ჯერჯერობით დაზუსტებული არაა ახალი „რავის“ გაყიდვების დაწყების კონკრეტული თარიღი და მისი ფასი. ბაზარზე მისი მთავარი კონკურენტები კი კვლავ „ფორდ ისკეიპი“ და „ჰონდა CR-V“ იქნება.

No comments:

Post a Comment