დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, January 30, 2013

ყველაზე ექსტრემალური „ბეემვე“

Probably the Most Extreme Tuned BMW Ever Now For Sale
30 იანვარი
„იზეტა“ იტალიური ბრენდია, რომელმაც ერთხელ „ბეემვე“ გაკოტრებას და „მერსედესის“ ხელში ჩაგდებას გადაარჩინა. თუმცა მერე ეს სახელი ისტორიის კუთვნილება გახდა. ახლახანს, მისი აღდგენის შანსი გაჩნდა - ბევრი ფიქრობდა, რომ ელექტრომობილების ბრენდს ბავარიელები სწორედ „ისეტას“ სახელით წარადგენდნენ. მაგრამ ასე არ მოხდა, „იზეტა“ ისევ ისტორიის განკარგულებაში დარჩა.



თუმცა ეს სახელი ბევრს ახსოვს. უფრო მეტიც, ყველაზე მოხერხებულები ამ ჯუჯა ავტომობილებს სატუნინგოდაც კი იყენებს. მაგრამ ვინმეს ძნელად თუ მოუვიდოდა აზრად, რომ მისგან რეზინის მწველ ჰოტ როდის ტიპის ავტომობილს დაამზადებდა. და როგორ უნდა ჩაატიო მასში V8 ძრავი, ეს ხომ საერთოდ, ფანტაზიის ყოველგვარ საზღვარს სცდება.

მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთისთვის ფანტაზიას საზღვარი არ გააჩნია. სწორედ ამის შედეგია ის, რომ „RM ოქშენზის“ მიერ ორგანიზებულ აუქციონზე, რომელიც 16 თებერვალს ჩატარდება, უცნაური ავტომობილი გაიყიდება, რომელსაც წინიდან 1959 წელს გამოშვებული „იზეტა ბეემვეა“, უკნიდან კი დრეგსტერის მსგავსი მონსტრი, რომელიც მხოლოდ ერთ ბორბალს ეყრდნობა.


ფოტოებზეც ალბათ შენიშნეთ, რომ „იზეტას“ ძარა თითქმის მთლიანად შენარჩუნებულია. მას მოჭრილი აქვს „მხოლოდ“ უკანა ნაწილი და საკიდარი. „ნაჭრილობევზე“ მოხერხებულმა ავტორმა „შევი 502-ის“ V8 ძრავი დაუკავშირა, რომელიც 730 ცხენის ძალას ავითარებს(!). ძრავთან ორსაფეხურიანი მექანიკური ტრანსმისიაა დაკავშირებული.



ინტერნეტ გამოცემა „ავტოევოლუშნის“ რეპორტიორმა ამ მანქანას, რომელიც აუქციონზე „იზეტა ბეემვე უოთა დრეგის“ სახელით წარსდგება, ფრანკენშტაინი უწოდა. მანქანა სამბორბლიანია. მის საკუდარში, „ბეემვეს“ M3-ის საკიდარის ელემენტები გამოიყენეს. უკანა, ეული ბორბლის დიამეტრი 18 დუიმია და ის „სუმიტომოს“ საბურავითაა შემოსილი. რაც შეეხება წინა ბორბლებს, მსთზე „B.F. გუდრიჩის“ საბურავები (მარკა G-ფორს) გამოიყენეს.



ავტომობილი სრულიად ფუნქციონირებადია. მაგრამს აერთო სარგებლობის გზებზე მისი გამოყენება რეკომენდებული არაა. აუქციონის ორგანიზატორები ამას იმ გარემოებით ხსნიან, რომ ძრავს უზარმაზარი მაბრუნი მომენტი გააჩნია, რაც პოტენციურად დიდი საფრთხის მატარებელია.
მოკლედ, ვისაც ამ არანორმალური ავტომობილის შეძენა სურს, რომლითაც გზაზე გადაადგილების რეკომენდაციას არ იძლევიან, 100 000 დოლარამდე უნდა გაიმეტოს...

No comments:

Post a Comment