დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, January 24, 2013

ხუთვარსკვლავიანი „ფორდ ფიუჟნი“ (ვიდეო)

Ford Fusion Is a Five-Star Car According to the NHTSA
24 იანვარი

სედანი „ფორდ ფიუჟნი“ არამხოლოდ თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მანქანაა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური და „მწვანეც“, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბაზარზე მისი ჰიბრიდული ვერსია გამოვიდა. უფრო მეტიც, როგორც აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ასოციაცია (NHTSA) ირწმუნება, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოცაა.

ახლახანს ავტომობილს ქრეშ ტესტების სრული ციკლი ჩაუტარდა, რომელთა დროსაც, ყველა კატეგორიაში კარგი შეფასებები დაიმსახურა. კერძოდ, მაქსიმალური ხუთი ვარსკვლავი მიიღო წინიდან შეჯახებაზე, ოთხი ვარსკვლავი გვერდიდან დაჯახებაზე და ამდენივე - ამოყირავების ტესტებზე. „ფიუჟნის“ სტანდარტულ აღჭურვილობაში შედის სტაბილურობის კონტროლი, წინიდან შეჯახების გამაფრთხილებელსა და ზოლში მოძრაობის გამაფრთხილებელ სისტემებს კი მყიდველს ოპციის სახით სთავაზობენ.
„ფიუჟნივით“ მაღალი შეფასება მისმა კონკურენტმა „ჰონდა აკორდმაც“ მიიღო. ოღონდ, იაპონური ავტომობილი ხუთვარსკვლავიანია გვერდითა შეჯახებისა და ამოყირავებისას. სამაგიეროდ, წინიდან შეჯახებაში მხოლოდ ოტხი ვარსკვლავი მიიღო. მათი დონის უსაფრთხოებით გამოირჩევა „ჯენერალ მოტორსის“ სედანი „შევროლე მალიბუ“, რომელმაც წინიდან და გვერდიდან შეჯახებაში ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა.
საერთო ჯამში, „ფორდ ფიუჟნმა“ ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა. სხვათა შორის, ქრეშ ტესტების სამივე კატეგორიაში „კია ოპტიმას“ ხუთი ვარსკვლავი დაუწერეს, მაგრამ კორეული ავტომობილი, უსაფრთხოების სისტემების მრავალფეროვნებით, ცისფერი ოვალის სედანთან ახლოსაც ვერ მივა.
„ფიუჟნის“ აღჭურვილობიდან, ერთ-ერთი გამორჩეულია „უსაფრთხოების პირადი სისტემა“, რომელიც სენსორების მიერ მიღებულ ინფორმაციას გადაამუშავებს, შეჰახების შესახებ მონაცემებს უსწრაფესად მოუყრის თავს და შესაბამისად მომართავს უსაფრთხოების საშუალებებს. ამასთან, იხსნება მხოლოდ ის ბალიშები, რომლებიც ავარიის მომენტში, შეჯახების კუთხის და ძალის გათვალისწინებით, უკეთ დაიცავს მგზავრს. ამასთან, ხდება დასაცავი ობიექტის სიმაღლის და წონის გათვალისწინება. მსუბუქი ადამიანისთვის აირბალიში (ორსაფეხურიანი გახსნით) შედარებით ნაკლები წნევით იბერება, მძმესთვის კი - მეტით.

ვიდეო


No comments:

Post a Comment