დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, January 28, 2013

ახალი „რეინჯ როვერის“ მიწოდება დაიწყო

First deliveries of new Range Rover begin
28 იანვარი
სულიჰულში (დასავლეთ მიდლენდი), „ლენდ როვერის“ ახალ ჩაბარების ცენტრში, რომელიც კომპანიის ქარხნის გვერდით მდებარეობს, ახალი „რეინჯ როვერის“ მიწოდება დაიწყო. ეს ცენტრი სპეციალურადაა შექმნილი იმისათვის, რომ შემკვეთს თავისი ავტომობილის ქარხანაშივე არჩევის საშუალება მიეცეს. და არჩევის პროცესში, ცენტრის თანამშრომლები მას უმაღლესი ხარისხის მომსახურება-გიდობას გაუწევენ.


ჩაბარების ცენტრი „იაგუარ ლენდ როვერის“ ქარხნის შესასვლელთან მდებარეობს. მყიდველს იქ კონსიერჟი დახვდება, რომელიც მას VIP-დარბაზში შეუძღვება, რომელიც ბუტიკის სტილშია გაწყობილი. მომსახურების პროგრამაში შედის სპეციალური ფილმის ჩვენება, რომელიც მყიდველს „ლენდ როვერის“ და „იაგუარის“ ისტორიას გააცნობს.

შემდგომ ეტაპზე, კონსიერჟს სტუმარი მიჰყავს წარდგენის დარბაზში, სადაც მას შეკვეთილ ავტომობილს, სპეციალური 3D პროექტორით წარუდგენენ. აქ მყიდველი ნახავს თავისი ავტომობილის აწყობის პროცესს. გარდა ამისა, მყიდველს შეუძლია ოპციის სახით, დაათვალიეროს ქარხანა და უგზოობის ცენტრ „ლენდ როვერ იქსპერიენსში“, ტესტ დრაივში მიიღოს მონაწილეობა.
„ამ ცენტრის დანიშნულება ისაა, რომ მომხმარებელს ჩვენს ბრენდებთან უშუალო შეხების საშუალება ჰქონდეთ. ყველაფერი სასიამოვნ, კომფორტულ გარემოში ხდება, როგორც „ლენდ როვერს“ და „იაგუარს“ შეეფერება. კლიენტების უმაღლეს დონეზე მომსახურებას, უახლეს ტექნოლოგიებს ვიყენებთ. მათი დახმარებით, მომხმარებელი ჩვენი ოჯახის წევრად გრძნობს თავს“, - „იაგუარ ლენდ როვერის“ გლობალური ბრენდული გამოცდილების ცენტრის დირექტორი მარკ კამერონი.
ყოველწლიურად, „ლენდ როვერის“ და „იაგუარის“ ქარხნებს დაახლოებით 6 000 ადამიანი სტუმრობს. ინგლისური კომპანია იმედოვნებს, რომ ახალი ცენტრის წყალობით, ვიზიტორთა რიცხვი დაახლოებით 2 000-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ჩაბარების ცენტრში ვიზიტი იაფი არ ღირს - ახალი „რეინჯ როვერის“ ფასს ის 1 200 გირვანქა სტერლინგით ზრდის.

No comments:

Post a Comment