დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, January 7, 2013

„ჰიუნდაი“ დეტროიტში ახალ ავტომობილს გვიჩვენებს

Hyundai Teases New HCD-14 Concept, Does it Preview the Next Genesis Sedan?
7 იანვარი
დწტროიტის მოტორ შოუზე, რომელიც რამდენიმე დღეში გაიხსნება, „ჰიუნდაი“ ახალ კონცეპტუალურ ავტომობილს წარადგენს. მის პრემიერამდე კი, კორეულმა კომპანიამ ინტერნეტით ერთადერთი ფოტო ტიზერი გაავრცელა, რომლითაც სიახლეზე მხოლოდ ზერელე წარმოდგენის შექმნა თუ შეიძლება. ავტომობილს არაფრის მთქმელი სახელი აქვს - HCD-14.
„კონცეპტუალური HCD-14 წარმოდგენას შეგიქმნით იმაზე, თუ როგორი იქნება „ჰიუნდაის“ პრემიუმ ავტომობილების სტილი. ამ კონცეპტუალური ავტომობილის მეშვეობით ასევე ნახავთ ჩვენს ახალ სამგანზომილებიან კონტროლის სისტემებს და გაეცნობით მის შთამბეჭდავ დინამიკურ შესაძლებლობებს“, - ნათქვამია ტიზერთან ერთად გავრცელებულ რელიზში.
ტიზერზე ახალი ავტომობილი ჩაბნელებულ ფონზე დგას და ასე მისი მხოლოდ სილუეტი და ზოგიერთი ელემენტი ჩანს. სილუეტს ასევე ეტყობა, რომ ავტომობილი ოთხკარიანია, მშვილდივით ამოზნექილი სახურავი კი HCD-14-ის სპორტულ ხასიათზეც მეტყველებს. არსებობს მოსაზრება, რომ ეს არია ახალი სედან „ჯენეზისის“ კონცეპტუალური ვერსია, ავტომობილისა, რომელიც ტესტების დროს გერმანიაში, კარგად შენიღბულ ფორმაში დააფიქსირეს.

No comments:

Post a Comment