დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, January 25, 2013

„ნისანი“ „ლიფ ნისმოს“ შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს

Nissan Leaf Nismo Confirmed for Limited Production Run
25 იანვარი

„ნისანმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ელექტრომობილ „ლიფის“ სპორტულ ვერსიას შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს. ავტომობილი უმთავრესად იაპონური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. ავტომობილს იაპონური კომპანიის სპორტული შტოს, „ნისმოს“ ინჟინრები შეიმუშავებენ.

ბრიტანულ გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, „ნისმოს“ შეფი შოიჩი მიატანი ამბობს, რომ მისი კომპანია სპორტული ელექტრომობილის ძარას დაამზადებს, რომელიც კონცეპტუალური „ლიფ ნისმოს“ სტილში შესრულდება. ამასთან, სპორტულ ყაიდაზე გაფორმდება ინტერიერიც. სამწუხაროდ, „ნისმო“ ხელს არ ახლებს აგრეგატებს, ანუ ავტომობილის ტექნიკურ-დინამიკური მახასიათებლები არ შეიცვლება. ეს კი ცოტა არ იყოს, გასაკვირია, რადგან სტანდარტული „ლიფი“ საკმაოდ ნელია და არც სწრაფი აჩქარებით გამოირჩევა.
და მაინც, „ნისანში“ სჯერათ, რომ სპორტული გარეგნობის ვერსიის, თუნდაც შეზღუდული რაოდენობით წარმოება, „ლიფის“ იმიჯს გააუმჯობესებს, რაც მის გაყიდვებზე დადებითად აისახება. მიატანი ჯერ ამაზე არაფერს ამბობს, მაგრამ შესაძლოა, მომავალში ნისმოსეული „ლიფი“ უფრო ტემპერამენტიანიც გახდეს.
სავარაუდოდ, „ლიფ ნისმო“ იაპონურ ბაზარზე ზაფხულში გამოჩნდება. შესაძლოა, ის ევროპასა და ამერიკაშიც შეიტანონ. თუმცა, ეს საკითხი ჯერ არ განიხილება, რადგან მიატანი დარწმუნებულია, რომ სპორტული „ლიფის“ შეზღუდული წარმოება, კომპანიას უცხოეთში მისი გატანის საშუალებას არ მისცემს.

No comments:

Post a Comment