დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, January 16, 2013

დამოკლებული მე-11 ეტაპი გორდონმა მოიგო

Robby Gordon wins shortened Dakar Rally stage
16 იანვარი

ცუდი ამინდის გამო, დაკარის ორგანიზატორებმა მე-11 ეტაპი შეამოკლეს. რთულ პირობებში, ყველაზე უკეთ ამერიკელმა რობი გორდონმა თავისი „ჰამერით“ ყველაზე უკეთ იასპარეზა და მიმდინარე რბოლაში პირველად შეძლო ეტაპის მოგება.

ძლიერი წვიმის გამო, დისტანციის პირველ ნაწილში, ორი მდინარე ადიდდა, რის გამოც, მათი კალაპოტის გადალახვა შეუძლებელი გახდა. ამიტომ, ორგანიზატორებმა ეს მონაკვეთები გააუქმეს. საბოლოოდ, დიისტანცია თითქმის განახევრდა და ნაადრევად შეწყდა. იმ მომენტში, როდსაც რბოლა გააჩერეს, საუკეთესო დრო გორდონს ჰქონდა. ეს მის კარიერაში, დაკარზე მოგებული მერვე ეტაპია.
რბოლის ლიდერი სტეფან პეტერანსელი ამჯერად მე-6 ადგილს დასჯერდა, თუმცა თავის მტავარ მეტოქე ხინიელ დე ვილიერსთან ნახევარ წუთზე ოდნავ მეტი დათმო. ფრანგი სამხრეთაფრიკელს ისევ 52 წუთს უგებს. დე ვილიერსი ეტაპის შემოკლებით ძალიერ უკმაყოფილო დარჩა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ჩამორჩენის შემცირება შეეძლო.
„როდესაც გაგვაჩერეს, კარგა ხანს ველოდით, სანამ ჩვენს შემდგომ პირველი მანქანა მოვიდოდა. ალბათ, ათი წუთი მაინც გავიდა. ძალიან არ გაგვიმართლა. გაჩერებამდე ძალიან კარგი დრო გვქონდა. სტეფანმა თქვა, რომ შეცდომა დაუშვა და ალბათ, 10-15 წუთს მაინც დაკარგავდა. ეს მის ლიდერობას ვერაფერს დააკლებდა, რადგან ჩემგან ძალიან შორსაა. თუმცა, შემდგომ ეტაპებზე, ზეწოლის ქვეშ მაინც ამყოფებდა“, - ყვება დე ვილიერსი.
შემდგომ ეტაპზე, დაკარის ქარავანი ანდებს გადაკვეთს და ატაკამას უდაბნოს დაუბრუნდება.


მე-11 ეტაპის შედეგები
1. რობი გორდონი (აშშ, გორდონ ჰამერი)                                   50:51
2. რონან ჩაბო (საფრანგეთი, SMG ბაგი)                                      + 0:38
3. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ოვერდრაივ ტოიოტა)           + 1:47
4. ბერნარ ერანდონეა (ანდორა, SMG ბაგი)                                 + 3:29
5. ხინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, იმპერიალ ტოიოტა)    + 3:55
6. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)               + 4:34
7. ნუნსიო კოფარო (ვენესუელა, აზიმუტ ტოიოტა)                   + 4:57
8. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი)                       + 5:25
9. ბორის გადასინი (რუსეთი, G ფორს ნისანი)                           + 6:52
10. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, X-რეიდ ბეემვე)              + 7:12

No comments:

Post a Comment