დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, January 15, 2013

პეტერანსელი დაკარზე მე-11 ტრიუმფს უახლოვდება

Orlando Terranova sets pace as Stephane Peterhansel cruises
15 იანვარი

სტეფან პეტერანსელს ეტაპებზე გამარჯვებისთვის ბრძოლა აღარ სჭირდება იმისათვის, რომ დაკარის მოსაგებად იბრძოლოს. ახლა მისთვის მთავარია, რომ შეცდომები არ დაუშვას და მანქანა არ გაუფუჭდეს. სხვანაირად, მის უახლოეს მდევარს სამხრეთ აფრიკიდან, ხინიელ დე ვილიერსს, თითქმის საათიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან გაუჭირდება. მითუმეტეს, არასასურველი ფაქტორებისგან არც ისაა დაცული.

მეათე ეტაპი არგენტინელმა ორლანდო ტერანოვამ (ფოტოზე) მოიგო, ვინც ესპანელ ნანი რომას ორ წუთზე ცოტა მეტი მოუგო. ამგვარად, ტერანვა გახდა პირველი არგენტინელი მრბოლი, ვინც ლეგენდარული რალი-მარათონის ეტაპის მოგება შეძლო. ამასთან, 2010 წლის დაკარის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, რომ „ბეემვეს“ ავტომობილით მოასპარეზე ეკიპაჟმა ეტაპის მოგება შეძლო. აღსანიშნავია ისიც, რომ ეტაპზე პირველი სამი ადგილი გუნდ „X-რეიდის“ ეკიპაჟებმა დაიკავეს, თუმცა მეორე და მესამე ადგილებზე „მინი ქანთრიმენით“ მოასპარეზე ეკიპაჟები (რომას და პეტერანსელის) გავიდნენ.


მე-10 ეტაპის შედეგები
1. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, X-რეიდ ბეემვე)              3:57:58
2. ნანი რომა (ესპანეთი, X-რეიდ მინი)                                     + 2:07
3. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)             + 2:19
4. ხინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, იმპერიალ ტოიოტა)  + 5:26
5. რობი გორდონი (აშშ, გორდონ ჰამერი)                                 + 6:51
6. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ოვერდრაივ ტოიოტა)         + 8:43
7. ბორის გადასინი (რუსეთი, G ფორს ნისანი)                         + 13:37
8. ვლადიმირ ვასილიევი (რუსეთი, G ფორს პროტო)              + 13:57
9. მათიას კალე (გერმანია, სამ-მერსედესი)                              + 14:19
10. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, X-რეიდ მინი)                        + 14:56

კლასიფიკაცია 10 ეტაპის შემდეგ
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)             28:12:00
2. ხინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, იმპერიალ ტოიოტა)  + 52:38
3. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, X-რეიდ მინი)                          + 1:08:40
4. ნანი რომა (ესპანეთი, X-რეიდ მინი)                                     + 1:34:04
5. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, X-რეიდ ბეემვე)              + 1:58:49
6. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი)                     + 2:35:00
7. გერლან ჩიჩერი (საფრანგეთი, SMG ბაგი)                             + 2:51:23
8. ბერნარ ერანდონეა (ანდორა, SMG ბაგი)                               + 3:02:38
9. რონან ჩაბო (საფრანგეთი, SMG ბაგი)                                    + 3:02:52
10. პასკალ თომასი (MD ბაგი)                                        + 3:26:51

No comments:

Post a Comment