დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 2, 2012

„მაზდა CX-5“ იაპონიის წლის ავტომობილია

Mazda CX-5 Gets Japan Car of the Year Award
2 დეკემბერი
იაპონიის წლის საუკეთესო ავტომობილი წოდბა ქროსოვერ „მაზდა CX-5-ს“ მიენიჭა. კონკურსის ჟიურიმ ამ ავტომობილს 363 ქულა მიანიჭა. ტრადიციულ კონკურსში მეორე ადგილი „ტყუპისცალებმა“ – „ტოიოტა GT-86-მა“ და „სუბარუ BRZ-მა“ მოიპოვეს, რომლებიც გამარჯვებულს 45 ქულით ჩამორჩნენ.

კონკურსის ჟიურიში 60 წევრი შედის, რომელთაგან თითოეულს 25 ქულის მინიჭების უფლება აქვს. აქედან 10 ქულა აუცილებლად მის რჩეულს ეწერება, დანარჩენ 15 ქულას კი შემდეგ ოთხ ადგილზე გასულ ავტომობილს, თავისი შეხედულებისამებრ უნაწილებს.
ჟიურის წევრთა აღიარებით, მათზე ყველაზე მეტი შთაბეჭდილება „მაზდას“ ტექნოლოგია სკაიაქტივმა მოახდნა, რომლის წყალობითაც, შემცირებულია ავტომობილის წონა, საწვავის ხარჯი და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მანქანა უკეთ სამართავიც გახდა და გზაზე უფრო სტაბილურადაც დგას.
ბევრი ელოდა, რომ იაპონელთა რჩეული „ტოიოტას“ და „სუბარუს“ ერთობლივი კუპე (ამ ავტომობილ(ებ)ს ხშირად ტოიობარუდაც მოიხსენიებენ) გახდებოდა, რომელიც დებიუტისთანავე ჰიტად იქცა და უკვე პოპულარულია არამხოლოდ მედიასივრცეში, არამედ ტუნინგის სპეციალისტ ფირმებს შორისაც, რომლებიც მის არაერთ ვერსიას ქმნიან.
„ჩვენ ბევრი ბრძოლა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ტექნოლოგია სკაიაქტივი წარმოებამდე მიგვეყვანა. ჩემი კოლეგები ხშირად მეკამათებოდნენ იმაზე, რომ ეს ტექნოლოგია დროის შესატყვისი არაა. მაგრამ დასახული მიზნისგან არასდროს გადაგვიხვევია და ეს აღიარებაც ამ მონდომების საფასურია. მადლობა COTY-ს (წლის საუკეთესო ავტომობილი)“, - ამბობს ტექნილოგია სკაიაქტივის მთავარი სულის ჩამდგმელი კიიოში ფუძივარა.

კონკურს იაპონიის 2012 წლის ავტომობილის საბოლოო შედეგები
1. მაზდა CX-5                                 363 ქულა
2. ტოიოტა GT-86/სუბარუ BRZ      318
3. ბეემვე მე-3 სერია                       282
4. რეინჯ როვერ ევოკი                   218
5. ფოლკსვაგენ Up!                         152
6. სუზკი ვეგონ R                            68
7. სიტროენ DS5                              51
8. ალფა რომეო ჯულიეტა              29
9. ნისან ნოტი                                  10
10. ჰონდა N-ბოქსი                         9

No comments:

Post a Comment