დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 23, 2012

ტაილანდს ფორმულა ერთის რბოლის მასპინძლობა სურს

Thailand set to join 2015 calendar
23 დეკემბერი

ტაილანდს იმედი აქვს, რომ ფორმულა ერთის 2015 წლის კალენდარში, ტაილანდის დიდ პრიზსაც შეიტანენ. ინდოჩინეთის ამ ქვეყნის დედაქალაქ ბანგკოკს ფ1-ის რბოლის ჩატარება 2014 წელს სურდა, მაგრამ ფ1-ის მთავარმა აღმასრულებელმა ბერნი ეკლსტოუნმა „უოლ სტრიტ ჯორნელთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ბანგკოკის ქუჩებში ღამის რბოლა, ხელოვნური განათების ფონზე, შეიძლება 2015 წელს გაიმართოს.

„ჩვენ თავიდან ვგეგმავდით, რომ რბოლა 2014 წელს ჩაგვეტარებინა, მაგრამ თარიღი შევცვალეთ და 2015 წლის სეზონის დასაწყისისთვის გადავიტანეთ“, - გამოცემა „ბანგკოკ პოსტთან“ საუბრისას ამბობს ტაილანდის სპორტის მინისტრი კანოკფანდ ჩულაკასემი.
არსებობს ვარაუდი, რომ ტაილანდური რბოლის ორგანიზებაში, „რედ ბულის“ ტაილანდელი თანამფლობელი ჩალერმ იოოვიდკია არის ჩართული. ამ კაცის დიდი დამსახურებაა ისიც, რომ ჩემპიონთა რბოლას წელს ბანგკოკმა უმასპინძლა.
„შემიძლია განვაცხადო, რომ ტაილანდი ფორმულა ერთის რბოლას უმასპინძლებს“, - ამბობს იოოვიდკია და დასძენს, რომ ახალი რბოლა, რომელიმე არსებულს (შესაძლოა მალაიზიურს) ჩაანაცვლებს. 

No comments:

Post a Comment