დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 13, 2012

„მერსედესმა“ ნორბერტ ჰაუგი გაუშვა

Norbert Haug out of Mercedes-Benz Motorsport
13 დეკემბერი
„მერსედეს-ბენცმა“ გამოაცხადა, რომ მისი მოტორსპორტის შტოს შეფის თანამდებობიდან გაათავისუფლა ნორბერტ ჰაუგი, ადამიანი, ვინც ამ განყოფილებას 22 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ეჭვი არაა, რომ სამქიმიანებმა ეს გადაწყვეტილება, თავიანთი გუნდის წარუმატებელი გამოსვლების გამო მიიღეს.
ამ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე, ფაჩნდა ბუნებრივი კითხვა - ვინ შეცვლის ჰაუგს? ამ პოზიციაზე ყველაზე სოლიდურ კანდიდატად ნიკი ლაუდა განიხილება, რომელმაც დიდი როლი ითამაშა „მაკლარენიდან“ ლუის ჰამილტონის გადაბირებაში. არის ასევე იმის შესაძლებლობაც, რომ ამ ვაკანსიას მიხაელ შუმახერი დაიკავებს, რომელსაც სამქიმიანები თავიანთ გუნდში ერთ-ერთ ხელმძღვანელ როლს სთავაზობენ.
ჰაუგი „მერსედეს მოტორშპორტს“ 1990 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში, „ვერცხლისფერმა ისრებმა“, როგორც ძრავების მწარმოებლებმა და მათმა პარტნიორებმა, ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონის ექვსი ტიტული და 87 რბოლა. გერმანიის ტურიზმის კლასის ჩემპიონატში (DTM) „მერსედესმა“ 32 ტიტული (პილოტებს, მწარმოებლებსა და გუნდებს შორის) მოიპოვა.
პირველი ტიტული სამქიმიანებმა 1992 წელს მოიპოვეს. მას შემდეგ, მათი მანქანებით, DTM-ის რბოლების 54 პროცენტია მოგებული. გარდა ამისა, პილოტების, მწარმოებლების და გუნდების ტიტულების 60 პროცენტიც შტუტგარტელების ანგარიშზეა. სულ, ჰაუგის ხელმძღვანელობით, „მერსედესმა“ (სხვადასხვა სახით) 986 რბოლაში (ფ1, ჩემპ ქარი, DTM, GT, ჯგუფი C, ფორმულა 3) მიიღო მონაწილეობა და მათგან 439 მოიგო.
„ოცი წელია, რაც ნორბერტ ჰაუგი „მერსედეს-ბენცის“ მოტორსპორტული პროგრამის სახეა. მან მთელი ერა შექმნა. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ „ვერცხლისფერი ისრები“ ფორმულა ერთში წარმატებულად დაბრუნდნენ. ჩვენი მმართველი საბჭოს და მთელი მოტორსპორტული ოჯახი სახელით, მინდა მას მადლობა გადავუხადო იმ ღვაწლისთვის, რომელიც მან სამქიმიანი ვარსკვლავისთვის გასწია“, - ამბობს „დაიმლერის“ მთავარი აღმასრულებელი და „მერსედეს-ბენცის“ შეფი დიტერ ცეტშე.

No comments:

Post a Comment