დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 10, 2012

ისევ იმნაძის სუპერ ავტომობილი - ამჯერად „ფერარი“

Ferrari Quattroporte
10 დეკემბერი
სუპერ ავტომობილების მწარმოებლები - როგორებიც არიან „ასტონ მარტინი“, „პორშე“ და „ლამბორგინი“, ბაზარზე ოთხკარიან კუპეებს ამკვიდრებენ. პირველმა ორმა ასეთები (შესაბამისად, რეპიდი და პანამერა) უკვე გამოუშვა, მესამემ ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური „ესტოკე“ გვიჩვენა და მალე ამ საკითხში საბოლოოდ ჩამოყალიბდება. მაგრამ ამ ფერხულს აშკარად აკლია „ფერარი“, რომლის შეფ ლუკა დი მონტეძემოლოს არაერთხელ უთქვამს, რომ ოთხკარიანი და უგზოობის ავტომობილის წარმოებას ჯერჯერობით არ აპირებს.
მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ დამოუკიდებელმა დიზაინერებმა ასეთი „კვიცის“ წარმოსახვაზე და ესკიზების შემუშავებაზე უარი უნდა თქვან? სწორედ ასეთი დამოუკიდებელი დიზაინერია დრეს ალექს იმნაძე, ვინც ამ საქმეში ტურინში ოსტატდება და სწავლისგან თავისუფალ დროს, სავარჯიშო თემებს თავად ირჩევს...
„ფერარი კვატროპორტე“ - ასე ჰქვია იმნაძის ახალ კონცეპტუალურ ავტომობილს, რომელიც მან სწორედ სწავლისგან თავისუფალ დროს შეიმუშავა. „მაზერატი კვატროპორტე“ გაგახსენდათ, რომლის პრემიერაც ჟენევის მოტორ შოუზე, გაყიდვების დაწყება კი მაისში იგეგმება? კვატროპორტე იტალიურად ოთხკარიანს ნიშნავს და ამ ორ ავტომობილს, სახელის გარდა, სწორედ ოთხკარიანობა აკავშირებს. და კიდევ ის, რომ ორიბე კომპანია „ფიატის“ ოჯახის წევრია.
იქნებ, ზოგმა პრეტენზია გამოთქვას, წინიდან ძალიან ჰგავს „ფერარი 599-ს“, ან გვერდიდან - „ასტონ მარტინ რეპიდს“. 599-თან მსგავსება არ უნდა გაგვიკვირდეს - ორივე ერთი რემიდანაა, „რეპიდთან“ კი... ამ შემთხვევაში მსგავსება საკმაოდ შორეულია და ამ მსგავსებასაც მშვილდივით ოდნავ მოხრილი სახურავი ქმნის. სხვა მხრივ, ავტომობილი ორიგინალურია და მისი საკმაოდ თავშეკავებული ფორმები მარანელოში მოეწონებოდათ კიდეც.
განსაკუთრებულ ყურადღებას გვერდთა სწორ-ტალღოვანი ამონატვიფრი იქცევს. მისი ზედა ნაწილი სწორია, რაც ხაზს უსვამს ავტომობილის სოლიდურობას - რაც უნდა იყოს, ოთხკარიანი „კვატროპორტე“ ტურიზმის კლასის ლიმუზინის შთაბეჭდილებას ტოვებს და ასეთს სოლიდურობა არ აწყენს. ქვედა ნაწილი კი ტალღურია და მისი უკანა ნაწილი კარგად ერწყმის უკანა ბორბლების თაღებს, რომელიც თავის მხრივ, შემცირებული ტალღის სახით, მანქანის უკანა სეგმენტში გადადის, რომლის მთავარი ელემენტებიც, კიდეებში განლაგებული წყვილი სტოპ-ფარებია. ამ ტალღოვანი, ერთმანეთში გარდამავალი ფორმებით, იმნაძის „კვატროპორტემ“ ეიძლება 70-იანი წლების „ფერარის“ სტილიც მოგაგონოთ...
საყურადღებოა კარების კონსტრუქციაც. წინა კარი ჩვეულებრივია, უკანა კი - პატარა. და ალბათ, წინას საპირისპირო მიმართულებით უნდა გაიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პატარა ღრიჭოდან უკანა სავარძლებზე მოხვედრა გართულებული იქნება, მაგრამ თუ ავტომობილს (ესკიზებზე ეს არ ჩანს) შუა საყრდენი არ აქვს, მაშინ პრობლემა არაა. „ფერარი კვატროპორტეს“ სწორედ ასეთი უკანა კარი უნდა ჰქონდეს.

No comments:

Post a Comment