დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, December 1, 2012

„ჰიუნდაიმ“ ლოს ანჯელესში შვიდადგილიანი „სანტა ფე“ წარადგინა


Hyundai Shows Final Production Version of 6 and 7 Passenger 2013 Santa Fe in L.A.
1 დეკემბერი
„ჰიუნდაიმ“ შვიდადგილიანი „სანტა ფეს“ კონცეპტუალური ვერსია პირველად ნიუ იორკის მოტორ შოუზე წარადგინა, სადაც ხუთადგილიანი „სანტა ფე სპორტის“ მსოფლიო პრემიერა შედგა. ლოს ანჯელესში კი გრძელბაზიანი შვიდადგილიანის პრეიერის ჯერიც დადგა, ავტომობილისა, რომელიც ამერიკაში ალბათ თავის პატარა ვერსიაზე უფრო პოპულარული იქნება.

გრძელბაზიანი „სანტა ფეს“ ბორბლებს შორის ბაზა, მოკლე „სპორტისაზე“ 100 მილიმეტრით გრძელია, სხვა გაბარიტებში კი: 216 მილიმეტრით გრძელი, 5 მილიმეტრით განიერი და 10 მილიმეტრით მაღალია. ბაზის ზრდას სალონის მოცულობის გაზრდა და მგზავრებისთვის ადგილის მომატება მოჰყვა.
დაგრძელება ინჟინრებს სალონში სავარძლების მესამე რიგის განლაგებაში დაეხმარა. ამასთან, მყიდველს სავარძლების რიცხვის ორ ვარიანტს შესთავაზებენ. ერთი ვარიანტით, წინა ორ რიგში ორ-ორი სავარძელია, მესამეში კი - სამი. მეორე ვარიანტში, სამივე რიგში მხოლოდ ორი სავარძელია. შესაბამისად, შეცვლილია საბარგულის მოცულობაც. თუ მესამე რიგს დავკეცავთ, მეორე რიგის უკან საბარგულის მოცულობა 1158 ლიტრია, მესამე რიგის უკან კი - მხოლოდ 382 ლიტრი.
სხვა მხრივ, სალონის გაფორმება და სტილი პრაქტიკულად უცვლელია. მცირე განსხვავებას მეორე საყრდენის უკან შეატყობთ და რა თქმა უნდა იმიტომ, რომ სალონში სავარძლების სამი რიგია. გარეგნობაში მცირედაა შეცვლილი რადიატორის მოყვანილობა. ავტომობილი 18-დუიმიან ბორბლებზე დგას.
გრძელბაზიან „სანტა ფეს“ მყიდველს მხოლოდ ერთი ძრავით შესთავაზებენ. ესაა 3.3-ლიტრიანი V6, 290 ცხენის ძალას და 342 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. სტანდარტულ ეკიპირებაში, ძრავთან დაკავშირებულია 6-საფეხურიანი ავტომტური კოლოფი, ან ოპციით სრულამძრავიანი ტრანსმისია.

No comments:

Post a Comment