დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 16, 2012

ბერნის ფ1-ში 10 გუნდიც ეყოფა


Bernie Ecclestone wants Formula 1 field cut to 10 teams
16 დეკემბერი
ბერნი ეკლსტოუნი თვლის, რომ ფორმულა ერთისთვის გაცილებით უკეთესი იქნება, თუ მსოფლიო ჩემპიონატში მხოლოდ 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მომავალი სეზონიდან პელოტონს „ისპანია რეისინგი“ გამოაკლდება, რომელმაც დათქმულ დროში განაცხადის გაკეთება ვერ მოასწრო.

როგორც ცნობილია, 2010 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატში 12 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან სამი - „კატერჰემი“, „მარუსია“ და „ისპანია“ ახალია. თუმცა, მალე ფინანუსრი პრობლემების გამო, ესპანური საჯინიბო ფ1-ს დაემშვიდობება. ამაზე ეკლსტოუნი ამბობს, რომ სულაც არ დარდობს:
„უკეთესი იქნება, თუ 10 გუნდ გვეყოლება. 12 არასდროს მდომია. ათის გაძღოლა გაცილებით იოლია, ვიდრე 12-ის. ნაკლები პრომოუშენი, ნაკლები სატრანსპორტო ხარჯი, ნაკლები ბოქსები. კარგი იქნება, თუ მხოლოდ 10 გუნდი იქნება, ოღონდ მათ შორის აუცილებლად უნდა იყოს „ფერარი“, მისი დაკარგვა არ შეიძლება“.
კითხვაზე, თუ უფიქრია „ისპანია რეისინგის“ გადარჩენაზე, ბერნი პასუხობს: „არ მგონია, ეს ვინმეს უნდოდეს“.

No comments:

Post a Comment