დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, May 22, 2015

„რენო კვიდი“ - ავტომობილი, რომელიც შეცვლის A სეგმენტს

RENAULT KWID: REINVENTING А-SEGMENT
20 მაისი
„რენომ“ თავისი სრულიად ახალი, მინი ავტომობილი „კვიდი“ წარმოგვიდგინა. ეს სახელი მან იმ კონცეპტუალური ავტომობილისგან მიიღო, რომელიც ფრანგულმა კომპანიამ ნიუ დელის შარშანდელ მოტორ შოუზე გაგვაცნო. ახალი ავტომობილი მინი ჰეჩბეკია, რომელიც თავისი აგრესიული, ქროსოვერის სტილის გარეგნობით და უფრო მაღალი კლასის ავტომობილებისთვის დამახასიათებელი ეკიპირებით, ძირეულად შეცვლის А-სეგმენტს. ეს არის ხელმისაწვდომი, გამძლე და სიახლეებით გაჯერებული, გლობალური ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილი, რომლის მსოფლიო პრემიერაც წლის მეორე ნახევარში, ინდოეთში გაიმართება.
მართალია, ახალი ავტომობილი ჰეჩბეკადაა წარმოდგენილი, მაგრამ მისი არაერთი გარეგნული ელემენტი ქროსოვერის სტილშია შესრულებული. „კვიდის“ დიზაინი, მის მტკიცე ხასიათზე მიგვანიშნებს, რომლებსაც აყალიბებს მორგვალებელი გვერდები, მოკლე წინა და უკანა გადმონაშვერები, ვერტიკალური წინა ნაწილი. ხასიათს განსაკუთრებით ხაზს უსვამს ერთგვარი ოთხკუთხა ფორმის მქონე საბორბლე თაღები, რომლებსაც შავი პლასტიკის სქელი არშიები აკრავს. მათი დანახვისას გაიფიქრებთ, რომ ამ ავტომობილის სტიქია, უგზოობის პირობერბში გადაადგილებაა.
საქარე შუშას დახრილი პოზიცია უკავია, რაც გვერდხედში ავტომობილს მოძრაობის ეფექტს ანიჭებს. სალონს ზორბა ფანჯრები აქვს, რაც არამხოლოდ მძღოლის ხედვას აუმჯობესებს, არამედ მგზავრებისთვის კომფორტულ გარემოსაც ქმნის. „კვიდს“ ახალი ფორმის ფარები აქვს, რომლებიც ბრენდის ახალი გარეგნული თავისებურება გახდება, რომლის ხასიათსაც C-ს ფორმის ქრომირებული არშია უსვამს ხაზს.
„რენო კვიდი“ მოკრძალებული გაბარიტებით გამოირჩევა. მისი სიგრძე 3680 მილიმეტრია, სიგანე კი - 1580 მილიმეტრი. ასეთი მცირე ზმების მიუხედავად, მისი სალონი კომფორტული, მთლიანობაში კი ავტომობილი მისწრებაა ავტომობილებით გადატვირთულ ქალაქებში მცხოვრებთათვის. იმავდროულად, მას აქვს მძღოლის შეარებით მაღლა განლაგებული პოზიცია, რაც კარგი ხედვის საშუალებას იძლევა.
„კვიდი“, თავისი მცირე გაბარიტებისთვის უჩვეულოდ ვრცელი სალონითაც გამოირჩევა. ამას განპირობებს ფართო წინა და უკანა სავარძლები და უამრავი შესანახი სათავსი. დიდი ფანჯრები და მაჩვენებლების დაფის უბადლო ჰორიზონტალური ხაზები, ფართო სალონის ვიზუალურ ეფექტს ქმნის. „კვიდს“ თავის კლასში ყველაზე დიდი საბარგული აქვს, რითაც ის მოსახერხებელია როგორც ქალაქში გადაადგილებისას, ასევე შორეული მოგზაურობის დროსაც. სალონში თქვენს განკარგულებაშია მულტიმედიური სისტემა „მედიანავ“, სანავიგაციო ფუნქციით, რომელსაც 7.0-დუიმიანი სენსორული ეკრანი ემსახურება. სისტემა ასევე მოიცავს რადიოს და ბლუთუთ ტექნოლოგიას, რომელიც ტელეფონით ხელების გამოუყენებლად სარგებლობის საშუალებას იძლევა.
„რენო კვიდის“ შემუშავებაში, ფრანგი, იაპონელი, კორეელი და ინდოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. მისი ტესტირებისთვისაც, ალიანსის რამდენიმე ცენტრში შესრულდა. მაგალითად, შასი და ძარა იაპონიაში გამოსცადეს, კორეაში შეფასდა ძარის ეკიპირება, საფრანგეთში ავტომობილმა გამძლეობაზე ტესტები გაიარა, ზოგადი და აწყობის პროცესის ტესტირება კი ინდოეთში ჩატარდა.
„რენო კვიდი“ არის „რენო-ნისანის“ ალიანსის პირველი ავტომობილი, რომელიც უახლეს მოდულურ პლატფორმა CMF-A-ზე აიგო, რომლის მთავარი ღირსება ისაა, რომ მასზე სხვადასხვა კლასის ავტომობილების დამყნობაა შესაძლებელი. ასევე საერთო კონსტრუქციის მიუხედავად, შესაძლებელია მასზე განსხვავებული გაბარიტების და სტილის მქონე ძარების მორგება. ასეთი პლატფორმა მნიშვნელოვნად აჩქარებს, ამარტივებს და აიაფებს ახალი ავტომობილების შემუშავების და წარმოების პროცესს. „კვიდის“ წარმოება ქალაქ ჩენაის ქარხანაში, წლის მეორე ნახევარში დაიწყება. ინდურ ბაზარზე მისი ფასი 3 ლაკჰიდან (დაახლოებით 4100 ევრო) დაიწყება. შემდგომში კი ის სხვა ბაზრებზეც შევა.

No comments:

Post a Comment