დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, August 3, 2014

„ფორდის“ ყველაზე წარმატებული ივლისი ბოლო რვა წელიწადში

Ford Announces Best July Results in 8 Years
3 აგვისტო
„ფორდი“ კვლავ აღმავლობის გზაზეა. გასულ ივლისში ამერიკულმა კომპანიამ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, 212 236 ავტომობილი გაჰყიდა, რაც შარშანდელ ივლისთან შედარებით 10 პროცენტით მეტია. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს არის ბოლო რვა წელიწადში ივლისის საუკეთესო გაყიდვები.

ლატვალამ ფინეთის რალი მოიგო

Rallying-Latvala wins in Finland to trim Ogier's lead
3 აგვისტო
„ფოლკსვაგენის“ და ფინელი იარი-მატი ლატვალას გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მერვე ეტაპი, რომელსაც ფინეთმა უმასპინძლა. მან უშეღავათო ბრძოლაში აჯობა თავის ფრანგ თანაგუნდელსა და ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ოჟიეს. რბოლის დასასრულს მათ შორის სხვაობა მხოლოდ 3.6 წამი იყო.

Saturday, August 2, 2014

„ფერარი“ ელექტრო-ტურბინულ ძრავებს ქმნის

Ferrari Plans Electrically-Driven Turbo: Report
2 აგვისტო
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ფერარი“ ისეთ ტურბო ძრავის შესაქმნელად მუშაობს, რომელსაც ელექტრო ძრავით აღჭურვილი ტურბო კომპრესორი ემსახურება. იტალიურ კომპანიას სურს, რომ ელექტრო ძრავის დახმარებით, მთლიანად აღმოფხვრას ეგრეთ წოდებული ტურბო ლაგი, რომელიც ჩვეულებრივ ტურბო ძრავებს ახასიათებს და აქსელერატორზე ძრავის რეაგირების დაგვიანებაში აისახება.

„რეინჯ როვერ სპორტ SVR ნურბურგრინგის რეკორდსმენი გახდა

Range Rover Sport SVR Becomes Fastest SUV around the Nürburgring with 8:14 Lap
2 აგვისტო
„რეინჯ როვერ სპორტმა“ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, ამჯერად ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე. ამ ავტომობილის ვერსია SVR-მ, რომლის საჭესთანაც ბრიტანული კომპანიის ტესტ პილოტი იჯდა, ერთი წრე 8 წუთსა და 14 წამში გაიარა. ეს ვერსია აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი მექანიკურ დამჭირხნიანი V8 ძრავით, რომელიც მოდიფიკაციის შემდეგ, სტანდარტულზე 40 ცხენის ძალით მეტს, 550 ცხენის ძალას ავითარებს.

„ჰონდას“ ფ1-ში დაბრუნებისთანავე გამარჯვება სწყურია

Honda targeting wins for McLaren return
2 აგვისტო
„ჰონდა“ ფორმულა ერთში დაბრუნებისთანავე გამარჯვებებს გეგმავს. როგორც ცნობილია, იაპონური კომპანია, როგორც ძრავების მიმწოდებელი, ფორმულა ერთს მომავალი სეზონიდან დაუბრუნდება და ძრავებით თავის ძველ პარტნიორ „მაკლარენს“ მოამარაგებს.

Thursday, July 31, 2014

„ბენტლი“ მომცრო კუპეს გამოშვებას აპირებს

Bentley Reportedly Considering Entry-Level Coupe
31 ივლისი
ახალი ტიპის ძრავების გარდა, საწვავის ხარჯის და მასთან ერთად, გამონაბოლქვში მავნე მინარევების შესამცირებლად, ავტომწარმოებლები თავიანთი ავტომობილების გაბარიტების და წონის შემცირებას ცდილობენ. სხვანაირად ევრო6 სტანდარტის დაკმაყოფილება გაუჭრდებათ. ამიტომაა, რომ „ბენტლიც“ კი, რომელსაც ადრე არასდროს აინტერესებდა საწვავის ხარჯი და მცირე გაბარიტები, ახლა ამ საკითხებს ყურადღებას უთმობს.

„მარუსიას“ სიახლე „ფერარის“ დაეხმარება

Tech Talk: Marussia innovation boosts Ferrari
31 ივლისი
შესაძლოა, მომდევნო რბოლიდან, „ფერარის“ ძრავის სიმძლავრეს 20 ცხენის ძალა დაემატოს. ამას კი მარანელოელები თავიანთი კლიენტი გუნდის, „მარუსიას“ დახმარებით შეძლებენ. საქმე ისაა, რომ სწორედ „მარუსიას“ ბოლიდზე გამოიცადა ის სიახლე, რამაც შესაძლოა ძრავის სიმძლავრე გაზარდოს. და ეს ისე კეთდება, რომ არ დაირღვევა ძრავების რეგლამენტის გაყინვის წესი. ანუ, აგრეგატში კონსტრუქციული ცვლილების გარეშე.

Wednesday, July 30, 2014

„ფორდი“ ამერიკელ მომხმარებელთა უმაღლესი ლოიალურობით გამოირჩევა

Ford, Mercedes, Toyota tops in brand loyalty in 1st quarter, IHS says
30 ივლისი
საავტომობილო ბაზრის ანალიტიკაზე ორიენტირებულმა გამოცემა „IHS ავტომოტივმა“ შეადგინა ავტოკომპანიებისადმი ამერიკელ მომხმარებელთა მოიალურობის პირველი კვარტლის რეიტინგი, რომლის სათავეშიც „ფორდმა“ დაიკავა ადგილი. გაყიდვების მონაცემების ანალზმა აჩვენა, რომ ამერიკულ კომპანიას „მერსედეს-ბენცი“ და „ტოიოტა“ მოჰყვებიან.

Tuesday, July 29, 2014

„ლენდ როვერ დისქავერი სპორტი“ სერიული და მოხატული

Land Rover Shows the Shape of 2015 Discovery Sport in Clearest Photos Yet
29 ივლისი
„ლენდ როვერმა“ ოფიცალურად გამოაქვეყნ თავისი უახლესი ავტომობილის, „დისქავერი სპორტის“ სატესტო პროტოტიპის ფოტოები, რომლებზეც ავტომობილი სერიული სახითაა, ოღონდ მისი ძარა, ამ მოდელისთვის დამახასიათებელ ტექნიკურ თავისებურებათა სურათებითაა მოხატული. თამმდ შეიძლება ითქვას, რომ „დისქავერი სპორტი“ ბრიტანული კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილი იქნება, რადგან ის მზარდი პოპულარობის მქონე, უგზოობის კომპაქტური ავტომობილების კლასში გაიყიდება.

გლობალური ავტომწარმოებლები რუსულ ქარხნებს დახურავენ?

Global automakers to shutter Russian plants?
29 ივლისი
იმისათვის, რომ ავტოკომპანიამ, იმ ბაზარზე ავტომობილების წარმოება გადაწყვიტოს, სადაც მათს გაყიდვას აპირებს, ორი ძირითადი პირობაა საჭირო: ჯერ ერთი, ბაზარი საკმარისად დიდი უნდა იყოს, რომ იქ წარმოება ღირდეს. მეორეც, ამ ბაზარზე ავტომობილების იმპორტი იმდენად ძვირი უნდა ჯდებოდეს, რომ იქ წარმოებას აზრი ჰქონდეს.

Monday, July 28, 2014

„ასტონ მარტინმა“ სედან „ლაგონდას“ ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა

New Aston Martin Lagonda Sedan Teased, Made Exclusively for the Middle East
28 ივლისი
ახლოვდება დრო, როცა „ასტონ მარტინის“ მიერ აღდგენილ ბრენდ „ლაგონდას“ პირველ სპორტულ სედანს ვიხილავთ. ოღონდ, საფულის ძებნას ნუ დაიწყებთ, რადგან ამ ავტომობილის მუშტრად ბრიტანულ კომპანიას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნავთობმაგნატები ეგულება. და რახან ასეა, ისედაც ზეძვირი ავტომობილების მწარმოებელი „ასტონი“ მას კიდევ უფრო მაღალ ფასს დაადებს.

ჰამილტონი სამ სეზონში 90 მილიონს მოითხოვს

Hamilton angling for new EUR 90m contract
28 ივლისი
ნიკო როსბერგმა „მერსედსთან“ კონტრაქტი სამი წლით გააგრძელა. ახლა ჰამილტონის ჯერია, მაგრამ ის ისედაც მაღალი ხელფასის გაზრდას მოითხოვს - სამ სეზონში 90 მილიონი ევროს მიღება სურს. ეს ინფორმაცია უნგრული რბოლის შემდეგ, გერმანულმა გამოცემა „ბილდ ცაიტუნგმა“ გაავრცელა. ბრიტანელს სამქიმიანებთან კონტრაქტით კიდევ ერთი სეზონი რჩება და ახლა სწორედ ის დროა, მომავალზე იფიქროს.

რიკარდო შუა რბოლაში გაჩერებას გადაურჩა

Hungarian GP: Daniel Ricciardo feared retirement mid-race
28 ივლისი
უნგრეთის დიდი პრიზის გამარჯვებული დანიელ რიკარდო ამბობს, რომ შუა რბოლაში ძრავის პრობლემები შეექმნა, რის გამოც გაჩერებასაც კი აპირებდა. ავსტრალიელი ამბობს, რომ მოულოდნელად ძრავს სიმძლავრე დააკლდა, რის შემდეგაც მან საჭის რგოლზე არსებული გადამრთველებით შეძლო სიტუაციის გამოსწორება. რბოლის მიწურულს კი ლუის ჰამილტონის და ფერნანდო ალონსოს გასწრებით, ამ სეზონში და კარიერაშიც, მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ახალი „მუსტანგი“ საბრძოლო F-35-ის სახელზე

Ford Pays Tribute to Grounded F-35 Fighter Jet with One-Off 2015 Mustang
28 ივლისი
„ფორდს“ ახალი „მუსტანგის“ წარმოება ჯერ არ დაუწყია, თუმცა უკვე შეიმუშავა მისი სპეციალური ვერსია, რომელიც საავიაციო თემას ეძღვნება. ავტომობილი მრავალმხრივი დანიშნულების საბრძოლო თვითმფრინავ „F-35 ლაითნინგ II-ისადმი პატივისცემის გამოხატულებაა. ეს მეორე მსგავსი პროექტია, რომელიც „ფორდმა“ ამ ორ წელიწადში განახორციელა. შარშან ახლანდელი „მუსტანგის“ ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო ძალების გუნდ „თანდერბერდის“ სპეც ვერსია დამზადდა.

Sunday, July 27, 2014

რიკარდომ უნგრეთში გაილაღა

Motor racing-Australian Ricciardo wins dramatic Hungarian Grand Prix
27 ივლისი
სამქიმიანთა გამარჯვებების სერია მეორედ დაირღვა და მეორედაც ეს დანიელ რიკარდომ „იკადრა“, ვისი წყალობითაც, „რედ ბული“ ისევე უგებს „დანარჩენებს“, როგორც თავად ჩამორჩება სხვა ლიგაში მოასპარეზე „მერსედესს“. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ავსტრალიელმა ისევ აჯობა თავის ტიტულოვან თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს, რომელიც ამ სეზონში ვერაფრით ახერხებს თავისი ახალი თანაგუნდელის ჩრდილიდან თავის დაღწევას. „რედ ბულს“ კი შეუძლია, მშვიდად იყოს - თუ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გაექცევა, მასზე არანაკლებ სწრაფი „ადამიანი სიცილი“ ჰყავს, რომელმაც უკვე გასინჯა ჩემპიონების დამარცხების და საკუთარი გამარჯვების გემო...