დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, July 31, 2014

„მარუსიას“ სიახლე „ფერარის“ დაეხმარება

Tech Talk: Marussia innovation boosts Ferrari
31 ივლისი
შესაძლოა, მომდევნო რბოლიდან, „ფერარის“ ძრავის სიმძლავრეს 20 ცხენის ძალა დაემატოს. ამას კი მარანელოელები თავიანთი კლიენტი გუნდის, „მარუსიას“ დახმარებით შეძლებენ. საქმე ისაა, რომ სწორედ „მარუსიას“ ბოლიდზე გამოიცადა ის სიახლე, რამაც შესაძლოა ძრავის სიმძლავრე გაზარდოს. და ეს ისე კეთდება, რომ არ დაირღვევა ძრავების რეგლამენტის გაყინვის წესი. ანუ, აგრეგატში კონსტრუქციული ცვლილების გარეშე.
გერმანიაში, „მარუსია MR03-ზე“ გამოიცადა ეგრეთ წოდებული თბური ფარი, რომელიც ტურბინისკენ მიმავალ გამოსაბოლქვ მილებს ფარავს და ამგვარად, მათი კედლებიდან სითბოს დაკარგვას აღკვეთავს. ამის წყალობით კი ტურბინის მუშაობის ეფექტურობა იმდენად უმჯობესდება, რომ ძრავი დამატებით 20 ცხენის ძალას ღებულობს.
ამგვარი თბური ფარის გამოყენებას მეორე ხეირის მოტანაც შეუძლია - გადახურებისგან უკეთ დაცული იქნება ახლომდებარე კომპონენტები. გაგრილების საჭიროების შემცირების წყალობით, შესაძლებელი იქნება გასაგრილებლად ჰაერის უფრო მცირე ამკრების გამოყენება, რაც აეროდნმიკას გააუმჯობესებს. ამასთან, სწორედ ეს იქნება ის მიზეზი, რომლის დახმარებითაც, „ფერარი“ თავისი აგრეგატის მოდიფიცირების უფლებას მიიღებს.

No comments:

Post a Comment