დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Showing posts with label ფორმულა 1. Show all posts
Showing posts with label ფორმულა 1. Show all posts

Wednesday, December 30, 2015

რიკარდო: „რედ ბული“ დაბრუნდება

Daniel Ricciardo Says Red Bull Will Bounce Back
30 დეკემბერი
დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ რაც „რედ ბულმა“ ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა კონსტრუქტორთა თასი და პილოტების მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. მაგრამ ორი სეზონია, „მერსედესის“ და „ფერარის“ ჩრდილში გადაინაცვლა და ლამის პელოტონის შუამდეც ჩამოქვეითდა.

სერხიო პერესი „ფორს ინდიას“ ოთხეულისთვის ბრძოლას მოელის

Sergio Perez Expects Force India To Fight For 'Fourth'
30 დეკემბერი
გასულ სეზონში „ფორს ინდიამ“ დაამტკიცა, მისი სახელი სიტყვა „ძალას“ ტყუილად არ მოიცავს. ინდურმა გუნდმა, სეზონის მეორე ნახევარში, არაერთხელ გვიჩვენა თავისი ძალა. და რაც მთავარია, სეზონის მსვლელობისას დაგვანახა, რომ სწრაფად განვითარების უნარი შესწევს. რა თქმა უნდა, ძნელი დასაჯერებელია, რომ „ფორს ინდია“ შეძლებს „მერსედესის“ და „ფერარის“ გასწრებას, მაგრამ თუ ასე გააგრძელებს, „რედ ბულს“ და „უილიამსს“ ნამდვილად გაუწევს კონკურენციას.

Monday, December 28, 2015

ლაუდა: „ფერარის“ განვითარების მეტი პოტენციალი აქვს

Mercedes warns Ferrari has greater potential to develop
28 დეკემბერი
„მერსედესის“ არააღმასრულებელი თავმჯდომარე ნიკი ლაუდა ამბობს, რომ მისი გუნდის მთავარ მეტოქე „ფერარის“, ახალი სეზონისთვის სარბოლო ავტომობილის უკეთ მომზადების და სრულყოფის მეტი პოტენციალი აქვს. სკუდერიამ გასული სეზონის მსვლელობისას დაამტკიცა, რომ სამქიმიანების დაწევა შეუძლია. ამის დასტურად, სებასტიან ფეტელმა სამი გამარჯვების მოპოვება შეძლო.

Friday, December 25, 2015

ფ1-ში მონცას შესანარჩუნებლად კანონის შეცვლაა საჭირო

Law Change Could Save The Famous Italian F1 Grand Prix At Monza
25 დეკემბერი
დიდი შანსია იმისა, რომ მონცას ავტოდრომი კვლავაც შეძლებს ფორმულა 1-ის მასპინძლობის შენარჩუნებას. ავტოდრომს ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებთან მიმდინარე კონტრაქტი, მომავალი სეზონის ბოლომდე აქვთ. და თუ მისი განახლება არ მოხერხდა, მაშინ ფ1 ლეგენდარულ ტრეკს დაკარგავს. ბერნი ეკლსტოუნი უკვე დიდი ხანია, კონტრაქტის განახლებას ცდილობს, მაგრამ მონცა ფინანსურ გარანტიებს ვერ იძლევა.

Thursday, December 24, 2015

ჰამილტონი ღარიბი ბავშვებისთვის სკოლების აშენებას აპირებს

Hamilton reveals he is dyslexic, wants to build schools for kids
24 დეკემბერი
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, „მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰამილტონმა უჩვეულო ინტერვიუ მისცა ბავშვებს, რომელიც გერმანულ გაზეთ „შტუტგარტერ ცაიტუნგში“ გამოქვეყნდა. ინტერვიუს დროს მან განაცხადა, რომ ბავშვობაში კარგად სწავლაში ხელს დისლექსია უშლიდა.

Wednesday, December 23, 2015

„ჰაასის“ სარბოლო ავტომობილი მზად თებერვალში იქნება

Haas F1 Car Will Be Ready In February, Team Confident It's On Time
23 დეკემბერი
ფორმულა 1-ის ახალი გუნდის, ამერიკული „ჰაას F1-ის“ პირველი სარბოლო ავტომობილი მზად 21 თებერვალს, პირველი ტესტების დაწყებამდე ერთი დღით ადრე იქნება. ავტომობილი „ფერარის“ იმ აგრეგატით აღიჭურვება, რომლითაც მარანელოელთა გუნდმა ეს სეზონი დაასრულა. გარდა ამისა, ამერიკული საჯინიბო „ფერარისგანვე“ მიიღებს ტრანსმისიას და საკიდარის კომპონენტებს. რაც შეეხება შასის, „ჰაასისთვის“ ის სარბოლი ავტომობილების წარმოებაზე სპეციალიზებულმა იტალიურმა კომპანია „დალარამ“ შეიმუშავა.

Tuesday, December 22, 2015

ედრიან ნიუი „ჰონდას“ დაწინაურებას მოელის

Newey sees Honda as a threat for 2016
22 დეკემბერი
„რედ ბულის“ ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი ვარაუდობს, რომ მომავალ სეზონში „ჰონდა“ და მასთან ერთად „მაკლარენიც“, გაცილებით უკეთეს ფორმაში იქნებიან და შესაძლოა, „რედ ბულიც“ უკან მოიტოვონ. ნიუი ამბობს, რომ მის გუნდს კვლავ რთული სეზონი ელის, რადგან ისევ „რენოს“ აგრეგატზეა დამოკიდებული, რომელიც მეტოქეებისას სიმძლავრით ჩამორჩება.

Sunday, December 20, 2015

„ტორო როსო“ მუშაობის მეთოდებს ცვლის

Toro Rosso F1 team changing working methods after 2015 troubles
20 დეკემბერი
„ტორო როსოს“ შეფი ფრანც ტოსტი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს მუშაობის მეთოდების შეცვლა მოუწევს იმისათვის, რომ მისმა პილოტებმა პელოტონში წინ წაწევა შეძლონ. გასული სეზონის დასაწყისში, იტალიურმა გუნდმა კონსტრუქტორთა პირველობაზე მეხუთე ადგილის დაკავება დაისახა მიზნად, თუმცა მეშვიდეს დასჯერდა. მართალია, ამის მთავარი მიზეზი, „რენოს“ სუსტი და არასაიმედო აგრეგატი იყო, მაგრამ ტოსტი ამბობს, რომ „ტორო როსოსაც“ აქვს მუშაობა დასახვეწი.

Saturday, December 19, 2015

„მერსედესს“ საჩემპიონო გადასახადს გადაახდევინებენ

Mercedes has 'bitter-sweet' feeling over record $4.8 million entry fee
19 დეკემბერი
„მერსედესის“ ფ1-ის გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა განაცხადა, რომ გაწბილებულია იმით, რომ მის გუნდს, მომავალ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, არც მეტი, არც ნაკლები, 4.8 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. სწორედ ეს თანხა შეადგინა 2014 წლის სეზონში მოპოვებული 701 ქულის ჯამურმა გადასახადმა.

Thursday, December 17, 2015

„ასტონ მარტინმა“ ფ1-ის გადაწყვეტილება იანვრისთვის გადადო

Aston Martin delays F1 decision until January
17 დეკემბერი
„ასტონ მარტინმა“ ფორმულა 1-ში დაბრუნებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება მცირე ხნით გადადო. ბრიტანულმა კომპანიამ ჯერ „რედ ბულთან“ გააბა მოლაპარაკება, სავარაუდოდ, „ტორო როსოს“ გამოსყიდვასთან დაკავშირებით, შემდეგ მეზობელ „უილიამსს“ მიმართა, საბოლოოდ კი არჩევანი „ფორს ინდიაზე“ შეაჩერა. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, „ასტონ მარტინი“ ინდური საჯინიბოს ტიტულოვანი პარტნიორი გახდება.

Wednesday, December 16, 2015

„ფერარის“ შეფი მომავალ სეზონში „ფენომენურ რაიკონენს“ ელის

Ferrari boss expects 'phenomenal' Raikkonen in 2016
16 დეკემბერი
„ფერარის“ პრეზიდენტი სერჯო მარკიონე დარწმუნებულია, რომ კიმი რაიკონენი მომავალ წელს „ფენომენურ სეზონს“ ჩაატარებს. ის თვლის, რომ „ფერარის“ ფინელი პილოტი კარგ ფორმაში შევიდა. მართალი, მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი აშკარად დაჩრდილა მისმა თანაგუნდელმა სებასტიან ფეტელმა, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობამ რაიკონენს მაინც გაუგრძელა კონტრაქტი.

Tuesday, December 15, 2015

დანიელ რიკარდო: „მერსედესი“ ძალიან წინაა

Daniel Ricciardo Thinks Mercedes Still 'Too Far' Ahead
15 დეკემბერი
„რედ ბულის“ პილოტი დანიელ რიკარდო შიშობს, რომ „მერსედესის“ დაწევა და მითუმეტეს დამარცხება, მომავალ სეზონშიც შეუძლებელი იქნება. უფრო მეტიც, ის ფიქრობს, რომ გერმანულმა გუნდმა გასულ სეზონში თავისი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. მართალია, ბევრი თვლის, რომ „ფერარი“ შეძლებს სამქიმიანებთან პაექრობას, ავსტრალიელი საპირისპიროს ამტკიცებს და თვლის, რომ „მერსედსს“ კვლავაც უპირატესობა ხელთ ექნება.

Monday, December 14, 2015

„ალფა რომეო“ ფორმულა 1-ში დაბრუნებას განიხილავს

Alfa Romeo considering return to F1
14 დეკემბერი
არაა გამორიცხული, რომ მალე „ალფა რომეო“ კვლავ ვიხილოთ ფორმულა 1-ში. „ფიატ კრაისლერის“ მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონეს თქმით, ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა მიდის. ფ1-ში დაბრუნება, მილანური ბრენდის გააქტიურების გეგმის შემადგენელი ნაწილი შეიძლება გახდეს.

„უილიამსი“ მნიშვნელოვნად განსხვავებულ მანქანას ამზადებს

Williams 2016 car set to be 'significantly different'
14 დეკემბერი
„უილიამსი“ ახალი სეზონისთვის მნიშვნელოვნად განსხვავებულ სარბოლ ავტომობილს ამზადებს და იმედოვნებს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება ფ1-ის მწვერვალს, რომელიც მისთვის უცხო ადგილი არაა. კონსტრუქტორთა თასის ცხრაგზის გამარჯვებულმა გუნდმა გასული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ეს ზედიზედ მეორედ მოახერხა.

Saturday, December 12, 2015

„ტორო როსო“ ახალ მანქანაზე გამალებით მუშაობს

Toro Rosso Working Overtime On 2016 F1 Car
12 დეკემბერი
„სკუდერია ტორო როსოს“ თანამშრომლებს, ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში, 24-საათიან რეჟიმში მუშაობა უწევთ. იტალიური გუნდს საინჟინრო შტაბი და საწარმო ამ რეჟიმში ყოველდღიურად მუშაობს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მათ მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ გაიგეს იმ ძრავის პარამეტრები, რომლებიც თავიანთ საკმაოდ წარმატებულ შასის უნდა მოარგონ.

Thursday, December 10, 2015

„მერსედესი“ თავის ყოფილ ინჟინერს შპიონაჟში ადანაშაულებს

Mercedes-AMG F1 Sues Engineer for Data Theft
10 დეკემბერი
ფორმულა 1-ში შეიძლება შპიონაჟის ახალი სკანდალი აგორდეს. „მერსედეს-AMG ჰაი პერფორმენს პაუერტრაინსმა“, რომელიც ფ1-ის გუნდ „მერსედეს-AMG პეტრონსისთვის“ ძრავებს ამზადებს, თავის ყოფილ ინჟინერ ბენჯამინ ჰოილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სამქიმიანები ირწმუნებიან, რომ ჰოილმა კონფიდენციალური ინფორმაცია მეტოქე გუნდს, დიდი ალბათობით, „ფერარის“ გაანდო, სად გადასვლასაც ამ თვის ბოლოდან აპირებდა.

Tuesday, December 8, 2015

„ტორო როსო“ ისევ „ფერარის“ ძრავებს დაუბრუნდა

Toro Rosso Returning To Ferrari Power From 2016
8 დეკემბერი
„სკუდერია ტორო როსო“ მომავალი სეზონიდან, „რენოს“ ძრავების ნაცვლად, ისევ „ფერარის“ აგრეგატებით იასპარეზებს. ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ კომპანია „რედ ბულის“ მეორე გუნდი, რომელიც იტალიური „მინარდის“ შთამომავალია, 2007-2013 წლებში სწორედ „ფერარის“ აგრეგატებით ასპარეზობდა, შემდეგ კი „რედ ბულმა“ „რენოს“ აგრეგატზე გადაიყვანა, რომლებიც ბოლო ორ სეზონში არაკონკურენტუნარიანი იყო.

Monday, December 7, 2015

„რედ ბული“ და „ინფინიტი“ დაშორდნენ

Red Bull Racing Makes Infiniti Split Official
7 დეკემბერი
„რედ ბულ რეისინგმა“ და „ნისან/ინფინიტიმ“ მოილაპარაკეს, რომ აღარ გააგრძელონ თანამშრომლობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გადაწყდა, რომ ავსტრიული გუნდი მომავალ სეზონში „რენოს“ რებრენდირებულ აგრეგატს, „TAG ჰოიერის“ სახელით გამოიყენებს. ამგვარად, დასრულდა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი საჯინიბოს და იაპონური პრემიუმ მწარმოებლის ექვსწლიანი პარტნიორობა, რომელიც მხოლოდ ფ1-ით არ შემოიფარგლებოდა.

Sunday, December 6, 2015

„რენოს“ სასურველ შედეგამდე სამი წელი სჭირდება

Renault warns it will take three years to deliver
6 დეკემბერი
„რენოს“ მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი ამბობს, რომ ფრანგული კომპანიის გუნდს სამი წელი დასჭირდება იმისათვის, რომ ფორმულა 1-ში კონკურენტუნარიანი გახდეს. „რენომ“ ახლახანს „ლოტუსი“ გამოისყიდა, რომელიც გასულ სეზონში ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატში „მერსედესის“ აგრეგატით ასპარეზობდა. ამგვარად, რომბები ფ1-ში 2010 წლის შემდეგ, პირველად გამოვლენ საკუთარი საჯინიბოთი.

Friday, December 4, 2015

„რედ ბული“ „რენოს“ ძრავებს „TAG-ჰოიერის“ სახელით გამოიყენებს

Red Bull announces it will have TAG Heuer-branded F1 engine in 2016
4 დეკემბერი
„რედ ბულ რეისინგმა“ გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში, მისი გუნდი „რენოს“ რებრენდირებული აგრეგატით იასპარეზებს. ახალი ბოლიდს სრული სახელი კი იქნება „რედ ბყლ რეისინგ-TAG ჰოიერ RB12“. ამგვარად, ავსტრიული გუნდის და ფრანგული ავტოკომპანიის თანამშრომლობა მეათე წელსაც გაგრძელდება. ოღონდ, ხარები აგრეგატებს თავიანთი ახალი პარტნიორის და სპონსორის, საათების შვეიცარიულ კომპანია „TAG ჰოიერის“ სახელით მიიღებენ, რომელიც ახლახანს „მაკლარენს“ დაშორდა.