Hyundai Intrado concept previews design future
19 მარტი
ახალი დიზაინი, მეორე თაობის წყალბადის ფიჭური
ელემენტები და მსუბუქი მასალებით აწყობილი სტრუქტურა - ეს ყველაფერი „ჰიუნდაიმ“
ერთ კონცეპტუალურ ავტომობილში განხორციელა, რომელსაც სახელად „ინტრადო“ უწოდა და
ჟენევის მოტორ შოუზე გაგვაცნო. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ის გამოფენის
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი იყო. თანაც, ეს პირველი ავტომობილია,
რომელიც კორეული კომპანიის დიზაინის ახალი ახალი შეფის, სახელოვანი პეტერ შრაიერის
ხელმძღვანელობით შეიქმნა.